თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ამერიკული ფენქეიქები

ამერიკული ფენქეიქები

fenqeiqebi

ფენქეიქების სახეობებს რა გამოლევს, ალბათ, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი ფენქეიქია, ყველას აქვს თავისი ბავშვობის თუ შემდგომი პერიოდის გემო. იქნება ეს, ბლინი, ოლადები, თუ რამე სხვა. ყველა ქვეყანას აქვს სახასიათო ვარიანტი, როგორც მომზადების წესით, ასევე ფორმით, და სახელწოდებით.

ამ საკვებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მას ჯერ კიდევ ძველ ბერძნებთან ვხვდებით სხვადაასხვა წყაროებში. ჩემი აზრით, ამერიკული ფენქეიქი, უფრო მეტად გავს უელსურ კრემპოგს, როგორც მომზადების წესით, ასევე ფორმითაც. ზოგადად, სიტყვა “ფენქეიქიც” XV საუკუნეში გამოჩნდა, შუა საკუნეების ინგლისური ენიდან.

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ უფრო ვრცლად. – https://www.nationalgeographic.com/culture/food/the-plate/2014/05/21/hot-off-the-griddle-heres-the-history-of-pancakes/

 

ერთი შეხედვით მარტივი დესერტი, შეუსრულებელ მისიად შეიძლება იქცეს, თუ რეცეპტს და მომზადების წესებს ზუსტად არ დაიცავთ. ამ დრომდე ჩემთვისაც ასეთი შეუსრულებელი მისია იყო ფენქეიქების მომზადება. ცხადი იყო, ქართულ სივრცეში არსებული რეცეპტები, თვალის ზომით, მუჭის ზომით, გემოვნებით და ა.შ. გაუგებარი დოზებით არ მუშაობდა.

ინგრედიენტები:

130 გრამი ფქვილი

1 პაკეტი გამაფხვიერებელი

1 პაკეტი ვანილი

1/2 ჩ/კ მარილი

3/4 ს/კ შაქარი

180 მლ რძე 1 კვერცხი

2 ს/კ გამდნარი კარაქი

 

როგორ მოვამზადოთ: 

1) რძე/კვერცხი ავთქიფოთ ვანილთან ერთად

2) ჩავამატოთ გამდნარი კარაქი და გავაგრძელოთ ნაზად თქვეფა.

3) საცერის საშუალებით ჩავამატოთ მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, მარილი, შაქარი) და ამოვურიოთ.

4) ტაფა კარგად გავაცხელოთ, ზედაპირზე წავუსვათ ზეთი ორი-სამი წვეთი (შეგიძლიათ ხელსახოცით ან სპატულათი გადაანაწილოთ).

5) ფენქეიქის ცომი საშუალო ზომის ჩამჩით დავასხათ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ 2-2 წუთით. (ზეთის დამატება საჭირო არ არის).

ამ რაოდენობის მასალით მიიღებთ 8 ფენქეიქს.

რეკომენდაცია:

  • შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან, ნეკერჩხლის სიროფთან, კარაქთან, მიწის თხილის კარაქთან, მურაბასთან, ყველთან და ასე შემდეგ.
  • ცომის მომზადებისას შეგიძლიათ შეურიოთ კენკროვანი ხილი

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top