თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ალუბლის / მარწყვის ჩიზქეიქი

ალუბლის / მარწყვის ჩიზქეიქი

ჩ ი ზ ქ ე ი ქ ი ს გაკეთება ძალიან ადვილია და შეიძლება ნებისმიერი ხილით (მარწყვი, მაყვალი, შინდი და სხვა). გამოდის გემრიელი, საზაფხულო, დაბალკალორიული დესერტი, რომლის შენახვა შეიძლება მაცივარში რამოდენიმე დღე.
შემადგენლობა
  • კარაქი – 150 გრ
  • ხაჭო – 150 გრ (5-9%)
  • ალუბალი – 500 გრ
  • ჟელატინი – 20 გრ
  • ფქვილი – 150 გრ
  • შაქარი – 180 გრ
მომზადება:
ფოტო აღებულია გუგლიდან, ავტორი უცნობია

კარაქი დავჭრათ ნაჭრებად (მე მსხვილ სახეხზე ვხეხავ) და შევურიოთ ფქვილს, კარგად ავურიოთ ფქვილში, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. შეიძლება ხელით ავსრისოთ ან ფქვილში დავკეპოთ დანით. შემდეგ დავამატოთ შაქარი და ხაჭო და კარგად მოვზილოთ. ცომი უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი, რბილი და ხელებს არ უნდა ეკვრებოდეს. გამზადებული ცომი შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით. აუცილებელია, ნამცხვრის კორჟი ცალკე გამოვაცხოთ და გულსართი ცალკე გავაკეთოთ.

სანამ ცომი მაცივარშია გავაკეთოთ გულსართი. ალუბალი ან ნებისმიერი ხილი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავამატოთ შაქარი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ცალკე ჭიქაში დავალბოთ ჟელატინი 10-15 წუთით.
როცა ალუბალი წამოდუღდება, ცხელშივე ჩავასხათ ჟელატინი. კარგად ავურიოთ და დავდგათ გრილ ადგილას.
გამზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით რამოდენიმე ადგილას.
ჩავდოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
გამომცხვარ კორჟზე დავალაგოთ ალუბლები სითხის გარეშე და 10 წთ შევდგათ მაცივარში.
ცალკე გავაცივოთ ქვაბში დარჩენილი ჟელატინიანი ალუბლის წვენი და სანამ ძალიან გასქელდება, დავასხათ ნამცხვარზე დალაგებულ ალუბალს. ნამცხვარი ისევ შევდგათ მაცივარში, რათა ჟელე კარგად გასქელდეს. როცა ჟელე გასქელდება ნამცხვარი მზად არის.
იგივე რეცეპტით შეიძლება გავაკეთოთ მარწყვის. ანუ ალუბლების მაგივრად ვაკეთებთ მარწყვს. ოღონდ მარწყვს ვაბლენდერებ (არ ვხარშავ. იმიტომ, რომ მოხარშული ისეთი არომატული არ არის) და უკვე გახსნილ ჟელეს ვურევ.
გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “ალუბლის / მარწყვის ჩიზქეიქი

  1. ადვილია :) მთავარია ჟელატინის დოზირების დაცვა, ყველაფერი აწერია უკანა მხარეს ჟელატინის პაკეტებს L)

Leave a Reply

Top