თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ალუბლის მარმელადი

ალუბლის მარმელადი

ალუბლით უამრავი გემრიელი დესერტის მომზადება შეიძლება. ეს მარმელადიც მათ შორისაა, თანაც დიდი დროს არ მოითხოვს, არც ქურასთან ტრიალს. საღამოს გააკეთეთ, დილით კი პირი ჩაიტკბარუნეთ ;)

250 გ უკურკო ალუბალი

80 გ შაქარი

20 გ ჟელატინი

ალუბალი დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი პიურე.

ცოტა ცხელ წყალში (დაახლ. 1/2 ჭ) გაადნეთ ჟელატინი, გაწურეთ და ჩაასხით ალუბლის პიურეში. ჟელატინი აუცილებლად ისეთი შეარჩიეთ, რომელიც ადრეც გამოგიყენებიათ და დაწმუნებული ხართ მის ხარისხში.

ოთხკუთხედ ჭურჭელში ჩააფინეთ საკვების ცელოფანი და ჩაასხით ალუბლის მასა. შედგით მაცივარში 12 სთ.

სასურველია, ჟელე უშუალოდ სუფრაზე მიტანის დროს გადმოვიღოთ ფორმიდან:  დაფაზე გადმოაბრუნეთ ჟელეს ჭურჭელი, ააძრეთ ცელოფანი და დაჭერით სასურველ ზომაზე. ამოავლეთ შაქარში ან ქოქოსის ფანტელში.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ალუბლის მარმელადი

  1. Dges gavakete,kargi gamovida, nayid marmeladdtan shedarebit ufro nazia, dachrili umacivrod didxans ver dzlebs da shemtxvevit sayinuleshi sheinaxes da dzalian mouxda.ufro myaria.madloba receptistvis.dzalian kargi sazafxulo tan samarxo receptia :-*

Leave a Reply

Top