ალუბლიანი ფუნთუშები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > ალუბლიანი ფუნთუშები

ალუბლიანი ფუნთუშები

ეს ძალიან გემრიელი ფუნთუშებია, რომელიც სხვადასხვა ხილით (ან სულაც მის გარეშე) შეგიძლიათ მოამზადოთ. მე ყველაზე მეტად ალუბლით მომწონს, ამიტომ სწორედ ამ ხილით ვამზადებ ხოლმე. გაყინული ალუბლითაც ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორც ცოცხალით. ეს რეცეპტი ერთი ძველი რუსული კულინარიული წიგნიდანაა, რომელსაც ჩემი დედამთილი იყენებდა და ახლა ზოგჯერ მე ვიხედები შიგნით :)   ერთი კგ ფქვილით ძალიან ბევრი გამოდის, მე ნახევარს ან მესამედს ვამზადებ ხოლმე, ბევრი რომ არ შემომეჭამოს :D
funtusa
  • 1კგ ფქვილი
  • 2,5 ჭ რძე,
  • 2 კვერცხი,
  • 3/4 ჭ შაქარი
  • 150-200 გრ კარაქი,
  • ვანილი
  • 30 გ საფუარი

თბილი რძე, ფქვილის ნაწილი და  საფუარი კარგად ავურიოთ და ვაცალოთ აფუება, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები (კარაქი გამდნარი უნდა იყოს) და მოვზილოთ ცომი. ისევ დავდგათ ასაფუებლად .

შემდეგ ცომისგან ვაკეთებთ პატარა ბურთებს და შიგნით ჩავუდოთ უკურკო ალუბალი (გარგარი ატამი და ა.შ), + ცოტა შაქარი, ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში ახლო-ახლოს და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. თავზე წავუსვათ კვერცხი ღუმელში შედგმამდე.

funtusha

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top