თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ა ლ ი ა ს კ ა – ცივ/ცხელი დესერტი

ა ლ ი ა ს კ ა – ცივ/ცხელი დესერტი

ნამცხვარი მზადდება 25 წთ. გაყინვის დრო 20 წუთი + ცხობის 5 წთ.

ინგრედიენტები:
✔ 6 ცალი ბისკვიტის კორჟი (შეგიძლიათ მზა კორჟები გამოიყენოთ)
✔ 600 გრ. ნებისმიერი ნაყინი
✔ 5 კვერცხის ცილის ბეზე.
✔ 500 გრ. ნებისმიერი ხილის (მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, ატამი, გარგარი ან რაც მოგეპოვებათ სახლში) მუსი ან ჯემი

მასალა კორჟებისათვის:
✔ 5 კვერცხის გული,
✔ 1,5 ჭიქა შაქარი,
✔ 2 ჭიქა მაწონი,
✔ 200 გრ. მარგარინი („ონა“ ან ნებისმიერი სხვა)
✔ 4 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ.კოვზი სოდა ძმარში გახსნილი, ვანილი

მომზადება:
5 კვერცხის ცილა შაქრის პუდრასთან ერთად კარგად ავთქვიფოთ ვიდრე ჰაეროვანი არ გახდება და გათეთრდება (ბეზეს კვერცხის გემო რომ არ ჰქონდეს შევათქვიფოთ ლიმონის ცედრა ან წვენი) .

მოვამზადოთ კორჟებისათვის ცომი: 5 კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ 1,5 ჭიქა შაქართან, დავუმატოთ 200 გრ. გამდნარი მარგარინი, 2 ჭიქა მაწონი, 4 ჭიქა ფქვილი, ვანილი, სოდა ძმარში გახსნილი. მოვზილოთ ნაზი ცომი. გამოვაცხოთ კორჟები და გავაციოთ. თუ გამოცხობა გვეზარება ან დრო არ გვაქვს, გამოვიყენოთ მზა კორჟები.
‘ჟარონაზე’ დავდოთ ბისკვიტის კორჟები, ფენებს შუაში წავუსვათ ხილის მუსი ან ჯემი. ზედა კორჟი დავფაროთ ნაყინით. ნაყინიანი კორჟები მთლიანად დავფაროთ ბეზეთი (ბეზე დავახუროთ ქუდივით). შევდგათ საყინულეში და გავყინოთ .

გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსზე. გამზადებული დესერტი გამოვიღოთ საყინულედან და მოვათავსოთ ღუმელში. ვაცხობთ 5 წთ. ბეზე უნდა გახდეს ბაცი ოქროსფერი. სასურველია დესერტი მივირთვათ როგორც კი მომზადდება.
გემრიელად მიირთვით:)

P.S. კორჟები საურველია მრგვალი იყოს. ნაყინი გამოცხობისას არ გადნება, ვერ მოასწრებს, გამოცხობას მხოლოდ 5 წთ. ყოფნის. მაგრამ ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოკლე ხანში გადნება, ოღონდ კი არ ჩამოიწუწება, არამედ ქაფივით იქნება. ამიტომ სადურველია გამოცხობისთანავე მივიტანოთ სუფრაზე. ნაყინი უბრალოდ “იწვება” . შემწვარი ნაყინი პეროვსკაიას ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში ჰქონდათ და სულ მაინტერესებდა როგორ აკეთებდნენ. მერე ამერიკაში ყოფნის დროს მეგობრებმა ეს დესერტი მასწავლეს – “შემწვარი” ნაყინითა და ბეზეთი. ნამცხვარი 6 ფენად ეწყობა. მთასავით მაღალი უნდა იყოს. მაგრამ თუ ბევრი გინდათ, რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ 3-3 ფენიანიც გააკეთოთ.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top