თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სუპები/წვნიანები > აკროშკა

აკროშკა

აკროშკა რუსული ცივი სუპია, შედგება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისა და კეფირიანი ან არაჟნიანი სითხისგან. ტრადიციული აკროშკის ძირითადი ინგრედიენტად ბურახი ითვლება, თუმცა, დღეს მას ამზადებენ კეფირით, არაჟნით, ნატურალური იოგურტით და ლუდითაც კი.

მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მეტ-ნაკლები სხვაობებით. მეც შემოგთავაზებთ ჩემს ვარიანტს, სადაც ძირითადი ინგრედიენტები (კარტოფილი, კვერცხი, კიტრი) შენარჩუნებულია.

✔ 200 გრ არაჟანი/მაწონი ან მათი ნარევი
✔ 600-700 მლ გადადუღებული გრილი წყალი
✔ 2-3 საშუალო კარტოფილი
✔ 2 კვერცხი
✔ 2 საშუალო კიტრი
✔ 200 გრ მოხარშული ხორცი( ან კარგი ხარისხის ძეხვი, ლორი, სოსისი)
✔ კამა, მწვანე ხახვი
✔ მარილი, პილპილი

კვერცხი და კარტოფილი კარგად მოხარშეთ და გააგრილეთ.
წყალში კარგად გახსენით არაჟანი, ჩაამატეთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი და მწვანილი, შეაზავეთ მარილით, პილპილით.

კარგად გააცივეთ მაცივარში რამდენიმე საათით და მიირთვით.
აი, ასეთი მარტივია ამ სუპის მომზადება.

მე ლორი გამოვიყენე ხორცის ნაცვლად.

ზოგიერთ რეცეპტში იყენებენ ქორფა ბოლოკსაც, თხელ რგოლებად დაჭრილს. თუ გსურთ, შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ. ასევე სოკოც. ხორცი ქათმისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

აკროშკის სხვა რეცეპტი: http://ratatui.ge/2010/06/26/akroshka/

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top