თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > აჯაფსანდალი

აჯაფსანდალი

აჯაფსანდალის ეს ვერსია, უმარტივესია და სახელდახელოდ, მაქსიმუმ 15–20 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ.
მოამზადეთ ბადრიჯანი, გაფცქვენით, გნებავთ მთლიანად, გნებავთ ნაწილობრივ, დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად, მე პატარა მრგვალ ნაჭრებად დავჭერი, შემდეგ წვრილად დაჭერით ნებისმიერი ფერის ბულგარული წიწაკა, და კარტოფილი პატარა კუბიკებად, რომ მალე მოიხარშოს კერძში.
პომიდორს რაც შეეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პომიდორის საოჯახო სოუსი, ასევე თავადაც მოამზადოთ, ცხელი წყალი გადაავლეთ ახალ პომიდორს, გაფცქვენით და სახეხზე გახეხეთ ან ჩაჭერით პატარა თასში.
ამ ინგრედიენტების მომზადების შემდეგ, წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი და ზეთში მოშუშეთ.
შეოქროსფერების შემდეგ, დაჭრილი ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი და პომმიდორის სოუსი, ფენა–ფენად ჩაუშვით ქვაბში. დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე 15–20 წუთი ათუხთუხეთ, პირველი ადუღების შემდეგ პერიოდულად ურიეთ.

შეკმაზეთ ქინძით, რეჰანით და მარილით.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “აჯაფსანდალი

  1. მთელი ცხოვრება რომ ვჭამო არ მომწყინდება :დ
    ძალიაან მიყვარს ^^

Leave a Reply

Top