8 მიზეზი - რატომ ვერ ვწყვეტთ ჭამას |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დიეტები > 8 მიზეზი – რატომ ვერ ვწყვეტთ ჭამას

8 მიზეზი – რატომ ვერ ვწყვეტთ ჭამას

შიმშილი ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმი საზრდოს რაც შეიძლება სწრაფად ითხოვს. ხანდახან ეს შიმშილი გადამეტებულია. ჩვენ ვსაუბრობთ იმ დღეებზე, როდესაც ლანჩის შემდეგ,  20 წუთში  (მას შემდეგ რაც ორი ადამიანისთვის საკმარის საკვებს მიირთმევთ) კვლავ გშივდებათ. შესაძლოა ეს ყოველდღიურად მეორდებოდეს. საშინელებაა.

„ჭამის მადის მატება ნორმალურია სპორტდარბაზში სიარულის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს“ –  ამბობს დიეტოლოგი ამანდა ფოტი.

„თუკი თავს ისე გრძნობ, თითქოს უძირო ორმო იყო, შესაძლოა ამას გარკვეული მიზეზი ჰქონდეს“.

საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომლებსაც ჭამის მადის დარეგულირება შეუძლია. რჩევები დაგეხმარებათ, მიირთვათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად გშიათ.

1. შესაძლოა სწორად არ იკვებებით

თუკი ძალიან დიდი შუალედით მიირთმევთ, ამან შესაძლოა მუდმივი შიმშილი გამოიწვიოს. „როდესაც თქვენი კუჭი დიდი ხნის განმავლობაში ცარიალია, სხეული გამოიმუშავებს მეტ გრელინს – მადის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც შიმშილის შეგრძნებას იწვევს“, – აღნიშნავს ფოტი. ეს დროთა განმავლობაში გადაჭარბებულ კვებას იწვევს. ეცადეთ, მიირთვათ ან წაიხემსოთ ყოველ სამ-ოთხ საათში ერთხელ. რეკომენდებულია ხილით წახემსება, როდესაც დრო მეტის საშუალებას არ გაძლევთ.

2. არ იღებთ სწორი რაოდენობით ნუტრიენტებს

„დამაკმაყოფილებელ საკვებს სამი კომპონენტი აქვს: უჯრედისი (fiber) ცილები და მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმები“, – ხსნის კაროლინა კაუფმანი. სამივეს შეუძლია შეანელოს მონელება, რაც სისხლში შაქრის რაოდენობის სტაბილურობასა და დაკმაყოფილების შეგრძნებას იწვევს.

3. იღებთ ზედმეტად ბევრ ნახშირწყლებს და შაქარს

ნახშირწყლების მიღება ისეთი სახით, როგორიცაა: თეთრი პური, მაკარონი, საკონდიტრო ნაწარმი, შეუძლებელს ხდის, იგრძნოთ თავი დაკმაყოფილებულად.

„გლუკოზა თავდაპირველად ენერგიით გავსებთ და შემდეგ ორგანიზმს მეტის მოთხოვნილება სწრაფად უჩნდება“. – ამბობს ფოტი. ეს საბოლოოდ იწვევს მუდმივად შიმშილის შეგრძნებას იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს მიირთმევთ.

4. გამომშრალი ხართ და წყურვილი შიმშილში გერევათ

როგორც ფოტი გვიხსნის, წყურვილისა და შიმშილის სიგნალები, ორივე ტვინის ერთი ნაწილიდნ, ჰიპოთალამუსიდან მოდის. ჩვენს ორგანიზმს კი მათი გარჩევა უჭირს. დაიდგით წყლის ბოთლი მაგიდაზე და დღის განმავლობაში მისი ყლუპებით სმა არ დაგავიწყდებათ. „როდესაც წყლის საკმარის რაოდენობას იღებთ, შარდი უფერული ან შედარებით ღია ფერია“. – ამბობს კაუფმანი.

5. სტრესში ხართ

მარტივად რომ ვთქვათ, სტრესის მატებასთან ერთად ორგანიზმში ჰორმონ კორტიზოლის რაოდენობა იმატებს. აღნიშნული ჰორმონის რაოდენობის ზრდა ჭამის მადას აძლიერებს, რადგანაც ამ დროს ორგანიზმი ბრძოლისთვის ემზადება. კაუფმანის ინფორმაციით, კვლევები აჩვენებს, რომ სტრესი შაქრისა და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას ზრდის. „ამ საკვებს შეუძლია ფსიქოლოგიურ დონეზე თავი ნამდვილად კომფორტულად გაგრძნობინოთ.  თითქოს ისინი ტვინის იმ ნაწილს ზღუდავენ, რომელიც სტრესსთან დაკავშირებუილ ემოციებს იწვევს“. ეს თავს დროებით უკეთ გაგრძნობინებთ.

6. კვების რაციონს უყურადღებოდ ტოვებთ

იკვებეთ გონივრულად – ეს ნიშნავს რომ რეალურად უნდა აქცევდეთ ყურადღებას საკვებს და პირში ყველაფერს არ იყრიდეთ. იმის გაცნობიერება, ნამდვილად გშიათ თუ არა, თქვენი ორგანიზმისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. სანამ სრულიად არ მიირთმევთ საკვებს, შიმშილს გრძნობთ, მაშინაც კი, როდესაც ორგანიზმი რეალურად სავსეა. რატომ? თქვენ დაგავიწყდათ, რომ უკვე ჭამეთ.

„გონიერ კვებას შეუძლია დაგეხმაროთ იმის განსაზღვრაში, საკვები დამაკმაყოფილებელია თუ არა“.-ამბობს კაუფმანი.

7. საკმარისად არ გძინავთ

ძილი კვების ჰორმონებს უშუალოდ უკავშირდება.  ლეპტინი ჭამის მადას ამცირებს, გრელინი ასტიმულირებს. „როდესაც თქვენ ძილი გაკლიათ, ლეპტინის დონე ცემა და გრელინი ნავარდობს. შიმშილის გრძნობაც გასაკვირი არ არის. როდესაც დაღლილი ხართ, თქვენი სხეული, საწვავს ითხოვს, გლუკოზას, რომელიც შაქრიანი საკვებისგან მიიღება. გავსებთ ენერგიით, თუმცა მას შემდეგ ისევ მეტი და მეტი გინდებათ“.- ხსნის კაუფმანი.

8. თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები მადას თავდაყირა აყენებს

თუკი ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზი განიხილეთ და კვლავ შეუჩერებლივ ჭამთ, აუცილებელია მიხვიდეთ ექიმთან, რომ გამოირიცხოს რაიმე ჯანმრთელობის დარღვევა: დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, დეპრესია, ნევროზი. ამ ყველაფერს ჭამის მადაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

წყარო: MyFitnessPal

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top