თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დიეტები > 8 დღიანი დიეტა, რომლის დროსაც თითქმის არ გშია

8 დღიანი დიეტა, რომლის დროსაც თითქმის არ გშია

ეს დიეტა იდეალურია ზაფხულისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიეტის დროს ათასგვარი ჯანსაღი კერძის მომზადების არც დრო აქვს და არც ნებისყოფა.

მოსალოდნელი შედეგი: -5 კგ 16 დღეში, შენარჩუნების პერსპექტივით და მსუბუქად კვების ჩვევის გამომუშავებით.

მაწონი
Image by © Lawton/photocuisine/Corbis

დიეტის არსი 8 ან 16 დღის განმავლობაში მცენარეული საკვებისა და ცილების მონაცვლეობაა. ორგანიზმს რომ დიეტის ატანა გაუადვილდეს, ყოველდღიურად ბორჯომს და მაწონსაც იღებთ. ბორჯომი კუჭის წვას და შიმშილის შეგრძნებას ანეიტრალებს, მაწონი კი ცხიმების წვას და კუჭნაწლავს ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, რაც დიეტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამ პროდუქტებისა, დიეტის პერიოდში ყოველ დილას ერთი ტაბლეტი მულტივიტამინით იწყებთ. ნუ გეშინიათ, ვიტამინი მადას არ გაგიძლიერებთ, მხოლოდ ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

მაშ ასე, თქვენი 8 დღიანი ციკლი ასე გამოიყურება:

დღე 1.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

უმი კომბოსტოს სალათი – 500 გრ

დღე 2.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

მოხარშული სოსისი – 500 გრ

დღე 3.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

კიტრი – 1 კგ

kitri

დღე 4.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

მოხარშული ხორცი (საქონლის ან ქათმის) – 400 გრ

დღე 5.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

მარწყვი – 1 კგ

დღე 6.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

თევზი – 500 გრ (უზეთოდ)

დღე 7.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

მოხარშული კარტოფილი – 4 ც

დღე 8.

მაწონი – 500 მლ; ბორჯომი – 1 ლ; პოლივიტამინი – 1 ტაბ.

მოხარშული ხორცი (საქონლის ან ქათმის) – 400 გრ.

8 დღის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ უმალვე დაიწყოთ მეორე ციკლი.

გაითვალისწინეთ:

  • ყველაფერი უნდა მიიღოთ უმარილოდ, ან უკიდურეს შემთხვევაში ძალიან ცოტა მარილით. სამაგიეროდ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სუნელები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სოუსები.
  • ყველაზე მეტად გაგიჭირდებათ პირველი – კომბოსტოს დღე. კომბოსტო ხელს შეუწყობს ცხიმების წვას და ზედმეტი სითხის გამოდევნას, მაგრამ საჭმელად არც ისე გემრიელია და ცოტა კუჭსაც გატკენთ. თუ ძალიან გაგიჭირდებათ, შეურიეთ თითო კოვზი ზეთი და ძმარი.
  • მესამე დღეს უკვე იგრძნობთ, რომ თქვენი კუჭი საგრძნობლად დაპატარავდა და მესამე დღეს შეიძლება 1 კგ კიტრის ჭამა გაგიჭირდეთ. ზოგადად, ბოსტნეულის დღეებში თავს ცოტა უფრო სუსტად და მშივრად იგრძნობთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, შემდეგი დღე ხორცეულისაა :)
  • ყველაფერს ჭამთ მაშინ, როცა გინდათ. არანაირი სხვა წესი არ არსებობს. მთავარია, როგორც კი მოგშივდებათ კუჭის წვა ბორჯომით ან რამდენიმე ლუკმა დიეტური საკვებით გაანეიტრალოთ.
  • თუ რომელიმე დღეს დიეტა ცოტათი შემოგერღვათ, პანიკაში არ ჩავარდეთ. ყველაფერს ეშველება. განაგრძეთ მშვიდად. თუმცა ცოტათი დარღვევაში იგულისხმება რაციონიდან მსუბუქი გადახვევა და არავითარ შემთხვევაში ხაჭაპურები და შემწვარ-მოხრაკული. ამის დრო მალე მოვა, ცოტა მოითმინეთ.
  • მაწონი თუ არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ იმავე რაოდენობის დაბალცხიმიანი კეფირით. ან გააკეთეთ სმუზი ჩვენი რეცეპტით (შეამცირეთ მარილი), ხოლო თუ კაფეში მოხვდებით, მშვიდად შეუკვეთეთ აკროშკა. აჯობებს ისევ მაწონი მიირთვათ რამდენიმე ნაჭერი კიტრით და მარილით, ვიდრე სხვა პროდუქტით ჩაანაცვლოთ.
  • კიდევ ერთხელ: ერიდეთ მარილს და სათოფეზე არ გაეკაროთ შემწვარ ზეთს.
  • და ბოლოს: თუ ყველა პროდუქტი დღისით შემოგეჭამათ და საღამოს აუტანლად მოგშივდათ, დღის ინგრედიენტებიდან ორიოდე ლუკმა წაუმატეთ რაციონს. დიეტამ და შიმშილმა ისე არ უნდა შეგაწუხოთ, რომ ხასიათიც გაგიფუჭდეთ და გარშემომყოფებისთვის აუტანელი გახდეთ :D

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top