7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > 7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ

7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ

pasta_with_lemon_butter

პასტას (მაკარონის) მომზადების შესახებ არსებობს უამრავი მითი და ლეგენდა, რასაც შეცდომაში შეყავს ბევრი ახალბედა თუ ძველბედა კულინარი და შედეგი აღარ არის ხოლმე ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს :)

განვიხილოთ სათითაოდ.

დაამატეთ წყალში ზეთი. არა! არავითარ შემთხვევაში. ეს მხოლოდ ზედმეტად სრიალას გახდის თქვენს პასტას და ჩანგლიდან თეფშზე გადმოგეყრებათ.

კარგად გაწურეთ. არც ეს! აუცილებელი არაა წყლის ბოლო წვეთიც გააცალოთ პასტას. პირიქით, სოოუსისთვის ხანდახან კარგიცაა ცოტა წყალი.

გადაავლეთ წყალი. არავითარ შემთხვევაში, თუ მაკარონიანი ცივი სალათის გაკეთებას არ აპირებთ. მხოლოდ სალათის შემთხვევაში შეგიძლიათ სწრაფად გადაავლოთ ცივი წყალი და მოასხათ მცირე ზეთი, რომ არ მიიკრას. 

წყალი მუდმივად უნდა დუღდეს. ნუ იდარდებთ ამაზე, აუცილებელი არ არის პასტა მუდმივად ადუღებულ წყალში იხარშებოდეს.

თუ კედელს მიეკრა, ესე იგი მზადაა. რა სისულელეა :D შესამოწმებლად კედელს ნუ ესვრით მაკარონს, არც ისე კარგი ინდიკატორია და კედლის გაწმენდა კი შეგრჩებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ პასტა უნდა მომზადდეს ალ დენტე, ანუ ისე, რომ ჩაღეჭვისას კბილს სულ ოდნავ გაუძალიანდეს. ამისთვის საკმარისია ზუტად იმდენ წუთს ხარშოთ, რამდენიც მითითებულია შეფუთვაზე, ანუ ძალიან არ გადახარშოთ და დაარბილოთ.

რაც უფრო ახალია, მით უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ სიახლე ბევრ საკვებ პროდუქტს უხდება, იგივეს ვერ ვიტყვით პასტაზე. მხოლოდ რავიოლისა და ლაზანიას შემთხვევაში ჯობია მაკარონის ახლად მომზადებული ფირფიტები კაგად გამომშრალს.

ნებისმიერი ფორმის პასტა და სოუსი შეიძლება შევახამოთ. არა! ამერიკელების უმრავლესობა ნებისმიერი ფორმის პასტას ერთ თას წითელ კეტჩუპს მოასხამს. იტალიელი კი ამას არავითარ შემთხვევაში არ იზამს. მაკარონის ზომა, წონა, ტექსტურა და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს სოუსს, რომელსაც იყენებთ. ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ქვემოთ მოყვანილ ცხრილებს დააკვირდით, რომელსაც ონლაინ ჟურნალი Chow გვთავაზობს:

Screen Shot 2014-09-27 at 1.28.26 Screen Shot 2014-09-27 at 1.28.07

სტატია მომზადებულია The Kitchn-ის მიხედვით

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

7 thoughts on “7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ

  1. Expected Monetary Value ‘ This refers to the probability of incurring a gain or loss in the manufacture of a product.
    If you only intend on holding the drive for one day
    then you will only need one date. The facility should
    be easily accessible from a person’s home or office.

  2. Hi there! I just wanted to ask if you ever have any issues with
    hackers? My last blog (wordpress) was hacked and I ended up losing months
    of hard work due to no back up. Do you have any methods to prevent hackers?

  3. I know this web page offers quality dependent content and other
    information, is there any other website which
    offers such stuff in quality?

Leave a Reply

Top