თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > 5 საუკეთესო ყავის ადგილი თბილისში

5 საუკეთესო ყავის ადგილი თბილისში

5 საუკეთესო ადგილი თბილისში, სადაც შეიძლება ყავა დალიოთ, ასე გამოიყურება:

I –  Luca Polare | ლუკა პოლარე 

ლუკა პოლარე 2008 წელს 20 კვადრატულ მეტრიან ოთახში შეიქმნა და გაფართოვების მიუხედავად, დღემდე მაინც ძირითადად ნაირნაირ ნაყინთან ასოცირდება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა take away ანუ თანწაიღე ყავის კატეგორიაში 11 წლის თავზე ლუკა პოლარე ყველაზე პოპულარულია.

 

II – Entree | ანტრე

ფრანგული სახელის მიუხედავად ანტრეც ადგილობრივი ქსელია, და სავარაუდოდ ყველაზე დიდი. უკვე ბევრი წელია სტაბილური ხარისხით არის ბაზარზე. ყავაც სტაბილურად კარგია, სიურპრიზების გარეშე. ანტრე თითქმის ყველგანაა, რაც კიდევ ერთი პლიუსია ყავის მოყვარულებისთვის.

 

III – Paul | პოლი

ფრანგული პოლი, საუკუნენახევრიანი ისტორიით თბილისელ ყავის მოყვარულებში მესამე ადგილზეა. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჯერ ადგილობრივ ბაზარზე იმდენად პოპულარული ვერ არის, როგორც ლუკა და ანტრე, თანაც სულ ორ ადგილასაა – აბაშიძისა და ტაბიძის ქუჩებზე. ყავა კი მართლაც მშვენიერი აქვთ.

 

IV – Coffee Lab | ყავის ლაბორატორია

ყავის ლაბორატორია დამსახურებულადაა ხუთეულში. თუმცა, თუ შეჩვეული და პოპულარული გემოს ყავის მოყვარული ხართ, მაინცდამაინც დიდი მოლოდინებით ნუ მიხვალთ, აქ ყავის სხვა კონცეფციაა, მსოფლიოსთვის ძველი, თბილისისთვის კი შედარებით ახალი. ლაბორატორიაში მარცვალს ადგილზე ხალავენ და ყავასაც ადგილზე ხდიან. ეთიოპიური ყავის გარდა აქ სხვადასხვა ტიპის აპარატების და ფილტრების ყიდვაც შეგიძლიათ.

მოკლედ, ცოტა მჟავე და ხილის არომატებიანი ყავა თუ გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვისაა. სხვათა შორის, არც ტკბილეული აქვთ ურიგო. სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ერთი ფილიალი აქვთ, ყაზბეგზე.

 

V – Prospero’s Books | პროსპეროს წიგნები

აღმოჩნდა, რომ თბილისის ერთერთი ძველი კაფე თუ წიგნის მაღაზია თუ ორივე ერთად, დღემდე ინარჩუნებს მოწინავე ადგილს ყავის და წიგნის მოყვარულთა გულებში. სხვათა შორის, ტურისტებსა თუ აქ მცხოვრებ უცხოელებშიც ერთერთი პოპულარული ადგილია. ალბათ ამის მიზეზი ადგილზე მოხალული ახალი ყავის გარდა, კარგი სერვისი და ინგლისურენოვანი პერსონალიცაა. მოკლედ, თუ რუსთაველზე მოხვდებით და წყნარად სადმე ჩამოჯდომა მოგინდებათ, ერთ ბნელ თაღში უნდა გაძვრეთ და პროსპეროც იქაა.

 

ტექსტი ეყრდნობა 2019 წლის მარტში, ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში – “დღეს რა ვჭამოთ?” რამდენიმე ასეული მომხმარებლის გამოკითხვის შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top