თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > 10 ყველაზე საშიში შხამქიმიკატის სია, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე გვაქვს შეხება

10 ყველაზე საშიში შხამქიმიკატის სია, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე გვაქვს შეხება

danger

პოსტი მომზადებულია Nana Serafimović-ის მიერ, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით. ლურჯი შრიფტით მონიშნულია ჩვენს მიერ ჩამატებული დაზუსტებები.

ეს არის 10 ყველაზე საშიში შხამქიმიკატის სია, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე გვაქვს შეხება, იქნება ეს საკვების თუ კოსმეტიკა-ჰიგიენის პროდუქტების სახით.

ჩამოვწერ მათ მოკლე განმარტებებით:

 

1. ასპარტამი – Aspartam, Neotam და ე.წ. მონსანტო-შხამი: კოკა-კოლის და პეპსის ლაით ვარიანტებში, ტაბლეტებში (განსაკუთრებით გასახდომ და ასევე ვიტამინების ტაბლეტებში, ძალიან ხშირად ლ-კარნიტინის ტაბლეტებში ან ხსნარებში), აქვს ტკბილი გემო და ძირითადად დამატკბობლის როლშია. არის კიბოს გამომწვევი. ზოგ ქვეყანაში პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში ვარსკვლავით არის აღნიშნული კიდეც და მერე დატანებულია მისი საშიშროების შესახებ (მადლობა ღმერთს!);

* ჯანმრთელი ალტერნატივა: სტევია.

 

2. ფლუორიდი [ფტორიდი] – Fluorid, შეიცავს კბილის პასტები, განსაკუთრებით ყველაზე ბრენდი ფირმების ნაწარმი. ასევე რაფინირებული სუფრის მარილებიც უხვად შეიცავს მას [ გამოიყენება კარიესთან ბრძოლაში – http://en.wikipedia.org/wiki/Fluoride#Cavity_prevention, http://en.wikipedia.org/wiki/Water_fluoridation_controversy ] . ინდუსტრიის მესვეურები ცხადია კბილებით იცავენ მის უვნებლობას, მაგრამ ვისაც ჯანმრთელობა უღირს, ხელს აიღებს ამ პროდუქტებზე და გადავა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ფლუორიდს არ შეიცავს. ფლუორიდის შხამიანობა ტყვიისაზე აღმატებული ყოფილა. მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;

* ჯანმრთელი ალტერნატივა: კბილის პასტა ფლუორიდების შემცველობის გარეშე.

 

3. გლუტამატი – Glutamat, გერმანულად Hefeextrakt-საც უწოდებენ ანუ საფუარის ექსტაქტი. აქვს ნარკოტიკის მსგავსი მოქმედება. უხვად არის ფასტ-ფუდებსა და მზა კერძებში, რომლებიც მარკეტებში იყიდება;

* ჯანმრთელი ალტერნატივა: სახლში დამზადებული კერძები.

 

4. იოდიზირებული სუფრის მარილი – მაგ. იწვევს საშინელ აკნეს. ვინც ჯანმრთელად იკვებება, მას დამატებით იოდის მიღება აღარ სჭირდება, საჭირო დოზას ჯანმრთელი პროდუქტიდანაც ღებულობს (შეგიძლიათ მოიძიოთ, თუ რომელ პროდუქტშია მეტი რაოდენობით იოდი და ისინი მიიღოთ). მოკლედ, ქიმიურად დამუშავებული იოდიზირებული მარილი არის საწამლავი;

 

5. ლიმონმჟავა ინდუსტრიული – უხვად არის კონსერვებში, ტკბილეულში, ნაყიდ , ფაბრიკატულ ყველში, გაზიან სასმელებში.

* ჯანმრთელი ალტერნატივა: ჩაანაცვლეთ ლიმონის წვენით;

 

6. გენმოდიფიცირებული საკვები

* ჯანმრთელი ალტერნატივა: ბიო პროდუქტები, სათბურის ჩათვლით (იგულისხმება პესტიციდების გარეშე).

 

7. სასმელი წყლის დაბინძურება მძიმე და რადიოაქტიური მეტალებით. შეამოწმეთ მუდამ სადაურ წყალს სვამთ და როგორია.

[ალტერნატივა შეიძლება იყოს სპეციალური ფილტრებიანი ბოთლები – ე.ო.]

 

8. Bisphenol A – ჰორმონშხამი, კონსერვის ქილებში სასმელები, კონსერვანტები და Diethylhexylphthalat (DEHP) (Phthalat) და ა.შ. მამაკაცებში იწვევს უშვილობას. ხშირია მათი არსებობა ნაყიდ თხილის კრემებში, რძეში, პესტოს სოუზებში, მზა კერძებში. განსაკუთრებით უხვად არის ჩინური წარმოების პროდუქტებში.

* ჯანმრთელი ალტერნატივა: სახლში დამზადება ბიო-პროდუქტებით.

 

9. Amalgam – ვერცხლისწყლის შენაერთი. სამწუხაროდ კბილის პლომბებში (ზოგიერთ სახეობაში, ჯერ კიდევ) გამოიყენება. ასევე კოსმეტიკაში (https://www.google.com/search?q=dangers+of+amalgam)

* ჯანმრთელი ალტერნატივა: ჯანმრთელი კვების და სამკურნალო მცენარეების მიღების შედეგად შხამების გამოდევნა. ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მაინც ეფექტური.

 

10. სხვა შხამები: Dichlormethan – დეკოფეინიზირებული ყავა; ანტიბიოტიკები საკვებში (ფრინველის და თევზის ხორცი ძირითადად), Methylimidazol – კოკა კოლა .

* ჯანმრთელი ალტერნატივა: ბიო-პროდუქტი, სახლში არარაფინირებული , ბუნებრივი შაქრით ან სტევიით დამზადებული სასმელები, სუფთა წყალი, მცენარეული ჩაი.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top