თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ჰუმუსი – მუხუდოს უგემრიელესი აღმოსავლური პასტა

ჰუმუსი – მუხუდოს უგემრიელესი აღმოსავლური პასტა

ჰუმუსი აღმოსავლური საწებელია, ან უფრო – პასტა. მუხუდოსგან დამზადებული უგემრიელესი პასტა იდეალურია ხრაკუნა პურთან, ტოსტებთან, ვრეფებში. მუხუდო თავისთავად ძალიან სასარგებლოა, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ძვლებისა თუ სისხლძარღვებისათვის. მაგრამ ჰუმუსს უპირველესად მაინც მისი გემოს გამო სცემენ პატივს. თანაც, მისი მომზადება სულ არ არის ძნელი, თუ ინგრედიენტებთან ერთად კარგი ბლენდერი გაქვთ (ჩვენს შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, ვიყენებთ Bosch-ის ბლენდერის თასს).

ინგრედიენტები:

  • კონსერვირებული მუხუდო – 400 გრ
  • ტაჰინი* – 4 ჩაის კოვზი
  • ნიორი – 2 კბილი
  • მარილი – 1 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – 6 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი – 3 სუფრის კოვზი
  • არააუცილებელი ინგრედიენტი: ქინძის ან ოხრახუშის ფოთლები, მოსართავად

*ტაჰინი = სეზამის მარცვლების პასტა (იყიდეთ დიდ მარკეტებში, ან მოამზადეთ თქვენ თვითონ, ჩვენი რეცეპტით)

humusi

მომზადება:

(1) კონსერვირებული მუხუდოს მარცვლები გაავლეთ ცივ წყალში. რამდენიმე ცალი გადაინახეთ მოსართავად.

(2) მუხუდო მოათავსეთ ბლენდერის თასში, დაუმატეთ ტაჰინი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი (შეიძლება კონსერვის წვენიც, 6-7 სუფრის კოვზი).

(3) ჩართეთ ბლენდერი (food processor) ნელ სიჩქარეზე და აბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ პიურეს კონსისტენციას. დაბლენდერების პროცესში ნელნელა ამატეთ ზეთი.

(4) როცა ნარევი გახდება ერთგვაროვანი, გადაიტანეთ ღრმა თეფშზე.

(5) მოასხით ზეითუნის ზეთი და გააფორმეთ რამდენიმე მარცვალი მუხოდითი და მწვანილის ფოთლებით.

(6) მიირთვით გახუხული პურის კრეკერებთან (სომხური პურის) ან პურის სტიკებთან ერთად, შეგიძლიათ გადაუსვათ ტოსტზე ან ბურგერი შეკმაზოთ, ასევე გემრიელია კარტოფილის პიურესთან შერეული და ა.შ.

რეცეპტიც და კერძიც მომზადებულია Bosch MUM მიქსერის თასის დახმარებით.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top