თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ხორცეული > ხორცის მინი რულეტები ბეკონით

ხორცის მინი რულეტები ბეკონით


ერთხელ travel channel-ზე ვუყურე, როგორ დაამზადეს ეს კერძი და ვეღარ დავივიწყე :) ზუსტი რეცეპტი არ დამამახსოვრდა, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები და მომზადების წესი რა თქმა უნდა არ დამვიწყებია. და აი, მოვამზადე ჩემი ინტერპრეტაციით.ოთხი ულუფისთვის საჭიროა:

  • 8 საშუალო ზომის, თხელი ფილეს ნაჭრები
  • 8 ბეკონის ნაჭერი
  • 200 გრ სოკო
  • 200-250 გრ ნაღები 20%იანი (ან არაჟანი, თუ ნაღები არ გაქვთ)
  • 1/2 ლიმონი
  • 1 არასავსე ს/კ ფქვილი
  • 100 მლ თეთრი ღვინო
  • კიტრის მწნილი (რაოდენობა დამოკიდებულია კიტრების ზომაზე, თვითონვე მიხვდებით)
  • მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი

ხორცის თხელი ნაჭრები დაბეგვეთ, მოასხით ლიმონის წვენი და ცივად შეინახეთ.
კიტრი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად (ფილეს სიგანეს რომ შეესაბამებოდეს). სოკოც დაჭერით ოთხად.

ხორცზე დადეთ 2-3 კიტრის ნაჭერი და გადაახვიეთ რულეტივით, ზემოდან შემოახვიეთ ბეკონი და დაამაგრეთ ჩხირებით.

დაალაგეთ რულეტები გაცხელებულ ტაფაზე, რომელსაც სულ ოდნავ უსვია ზეთი და შებრაწეთ ორივე მხრიდან, შემდეგ დაასხით ღვინო და დაბალ ცეცხლზე თუშეთ სანამ ხორცი მომზადდება.

დაამატეთ სოკო. რომ ჩაითუშება დაამატეთ ნაღები ან არაჟანი, რომელიც გაქვთ და 1 ს.კ (არა სავსე) ფქვილი. კარგად მოურიეთ.

წამოადუღეთ რამდენიმე წუთით, დაამატეთ მარილი, პილპილი და დაახეხეთ ცოტა მუსკატის კაკალი.

გემრიელად მიირთვით ;)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ხორცის მინი რულეტები ბეკონით

  1. მე მეგონი ეს შარშან თუ როცა იყო, ტიფლის-ვიუში გავსინჯე, კატასტროფული ფასი რომ ღირდა, მახსოვს :D

  2. მინი რესტორანი უნდა გავხსნათ :)) მართლა უგემრიელესი კერძია. ერთადერთი პრობლემაა საქონლის ხარისხიანი ხორცის შოვნა, აქაური ხორცი მაგარია უფრო, ამიტომ ახალგახრდა ცხოველის უნდა იყოს,

  3. es daniuri samzareulos shesanishnavi nimushia,asec hqvia “xorci daniurad ” piradad bevrjer damimzadebia, arachveulebrivi gamodis qatmis fileti,danarcheni ingredientebi igivea.sheidzleba sokos gareshec.uxdeba axali kartofili kamastan ertad.
    .

Leave a Reply

Top