თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > მარტივი > ხინკლის კატლეტი

ხინკლის კატლეტი

სად ხინკალი და სად კატლეტიო. მართალია. თუმცა, როცა ხინკლის გული ბევრი გამოგივა, მისგან კატლეტის გაკეთება საუკეთესო იდეაა.

ასე სპონტანურად, Bosch-ის სამზარეულოში საკვირაო შეხვედრისას, ჩვენმა მკითხველმა ხინკლის გული უცებ გადაასხვაფერა, მოაგუნდავა და აი ასეთი გემრიელი კატლეტები შებრაწა:

092

 

ჩვენ სპონტანური გადაწყვეტილების გამო კატლეტი ფქვილში ამოვავლეთ. თქვენ საფანელი – ორცხობილის ნაფხვენები გამოიყენეთ და უფრო ლამაზი გამოვა :)

kotlet1

დაგჭირდებათ:

  • 1.5 კგ ხორცი
  • 3-5 თავი ხახვი
  • 1-2 ჩ.კ ძირა, კაკლები
  • 1 კბილი ნიორი
  • 1-1 საშუალო კონა ქინძი და ოხრახუში
  • წითელი წიწაკის ფანტელები
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი
  • ზეთი, ორცხობილის ნაფხვენები ამოსავლებად

096

მომზადება:

ხორცი გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში (უმჯობესია თავად გაატაროთ, ვიდრე გატარებული იყიდოთ მაღაზიაში. ამით თავიდან აიცილებთ მიკრობების განვითარების რისკებს და ხორციც გაცილებით გემრიელი იქნება), გადაიტანეთ მოსარევ თასში, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ურიეთ დიდხანს, გემო რომ კარგად გაუჯდეს და სტრუქტურაც მორევისას იცვლება.

ამოიღეთ სასურველი ზომის ხორცის ბურთები (დახლოებით 2 სუფრის კოვზი), მოაგუნდავეთ სველი ხელით ან ორი დანით, ამოავლეთ ორცხობილის ნაფხვენებში (საფანელში) როგორც ამ ვიდეოზეა, და შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, კარგად, სანამ გარედან კარგად არ დაიბრაწება.

მიირთვით კარტოფილის პიურესთან, სალათთან ან სხვა სასურველ გარნირთან ერთად.

145

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top