თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ხილის “პიცა”

ხილის “პიცა”

ავტორი: მარიამი, იგივე ფაუსტინა, იგივე Maria Ma

ხილის “პიცა” – ჩემი შვილის შეკვეთა… ძალიან მარტივი და გემრიელი :)

დაგჭირდებათ:

– 2 ც კვერცხი
– 2 სუფრის კოვზი შაქარი
– 2 სუფრის კოვზი ფქვილი
– 1 სუფრის კოვზი კაკაო
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 450 გრამი ნაღები
– 100 გრამი კრემ-ყველი (cream cheese, მაგალითად ფილადელფია)
– შაქარი (პუდრა) კრემისთვის – გემოვნებით
– ხილი სურვილის მიხედვით (მარწყვი, კენკრა, ციტრუსები)

მომზადება:

(1) 2 ცალი კვერცხი და 2 ს.კ შაქარი გათეთრებამდე და გაორმაგებამდე ავთქვიფოთ. დავაცრათ 2 სავსე ს.კ. ფქვილი და 1 ს.კ. კაკაო. ნახ. ჩ.კ. გამაფხვიერებელთან ერთად.

(2) ფრთხილად ამოვურიოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 10 წთ. სანამ არ გამოცხვება.

(3) კრემი ნაღებისა და მდნარი ყველის გავაკეთე. 450 ნაღები + 100 გრ. კრემ-ყველი და გემოვნებით შაქრის პუდრა.

(4) დავნამოთ ცივი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სასურველი ხილით :)

გემრიელად მიირთვით ♡

[inline_related_posts]

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top