თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ხაჭოს ცივი ნამცხვარი შესქელებული რძით

ხაჭოს ცივი ნამცხვარი შესქელებული რძით

მასალა

ფხვიერი ორცხობილა (მე იუბილენაია გამოვიყენე) – 500 გრ

კარაქი – 150 გრ

ნიგოზი – 200 გრ

ვანილის შაქარი – 2 ც

ხაჭო – 500 გრ

არაჟანი – 200 გრ

შესქელებული რძე ( ე.წ სგუშონკა ) 1 ქ ანუ 370 გრ

ჟელატინი

1 ც ატამი და რამდენიმე ჟოლო ან მაყვალი

 

მომზადება

ორცოხობილა დავფხვენი ბლენდერში ნიგოზთან ერთად. დავუმატე გამდნარი კარაქი, გადავზილე კარგად.

გადავიტანე ისეთ ფორმაში, კედლები რომ ეხსნება (26 სმ დიამეტრი). დავპრესე. შევდგი მაცივარში.

გავხსენი ჟელატინი ცივ წყალში, შემდეგ წამოვადუღე და დავდგი გასაგრილებლად.

ამასობაში ავთქვიფე ხაჭო და შესქელებული რძე, დავუმატე არაჟანი და მერე დავასხი ცოტა გაგრილებისკენ წასული ჟელატინი (ჟელატინის რაოდენობა განსაზღვრეთ თავად ჟელატინზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით, რადგან ხშირად სხვადასხვაა).

ეს მასა დავასხი დაპრესილ ორცხობილის ფენას და შევდგი მაცივარში.

მე ატამი და მაყვალი ზევიდან მოვაწყვე გაცივების შემდეგ, რადგან ბავშვებს ერჩივნათ ასე. შეგიძლიათ ჯერ კიდევ რბილ მასაში ჩააწყოთ ალაგ ალაგ, ოღონდ ისე, რომ ძალიან ბევრგან არ იყოს და დაჭრისას არ დაიშალოს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top