თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ხაჭაპური ფხვიერ ცომში

ხაჭაპური ფხვიერ ცომში

მაიკო მაზანიშვილის რეცეპტი
ეს ხაჭაპური ძალიან გემრიელია, ერთდროულად ფაფუკი და ზემოდან ფხვიერი კნაწუნა ცომით.
რასაკვირველია, კარგი რომ გამოგივიდეთ, ხარისხიანი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.
კარაქი – 200-250 გრამი
მაღალი ხარისხის პურის ფქვილი – 3.5 ჩაის ჭიქა
მაწონი – 1 ჩაის ჭიქა
ნახევარი ლიმონი
სოდა – ნახევარი ჩაის კოვზი
სახაჭაპურე ჭყინტი ყველი – 800 გრ
კვერცხი – 2 ცალი

მომზადება

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და ფქვილი უნდა ავურიოთ ერთმანეთში კარგად. მივიღებთ ფხვიერ მასას.
1 ჭიქა მაწონში გავხსნით ნახევარი ჩაის კოვზ სოდას და ჩავაწურავთ ნახევარ ლიმონს.

მაწონს ჩავასხამთ ამ ფხვიერ მასაში და კარგად ავურევთ ერთმანეთში.

ცომს დავასვენებთ 2 საათი მაინც მაცივარში. მე მთელი ღამე დავტოვე.

მთელი ღამე თუ გავაჩერებთ, მაცივრიდან გამოღების მერე ნახევარ საათში უკვე კარგია გასაბრტყელებლად.

გულში ჩავუდებთ ბევრ გახეხილ ყველს (ყველს ვურევ ხოლმე კვერცხსაც), მოვახვევთ ხაჭაპურს.

ტაფაზე აუცილებლად ვუსვამთ კარაქს, ვაყრით ფქვილს. შეგიძლიათ დაუფინოთ პერგამენტი.

გააბრტყელებთ ცომის გუნდას ტაფის ფორმაზე, ჩანგლით დაჩხვლიტავთ ზედაპირს და ერთ გათქვეფილ კვერცს წავუსვამთ ზემოდან.

ვაცხობთ 180 გრადუსზე ღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში (ზემო და ქვემო ცხობის რეჟიმით), სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top