წითელი მოცხარის ნამცხვარი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > წითელი მოცხარის ნამცხვარი

წითელი მოცხარის ნამცხვარი

ძალიან არომატული და გემრიელი ნამცხვარია. წითელი მოცხარის შეცვლა შესაძლებელია სხვა ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი მომჟავო ხილით, მაგალითად ალუბლით. შესაძლებელია გაყინული ხილის გამოყენება, მე სწორედ ასეთი მოცხარით გავაკეთე:

ცომი: 
✔ 200 გრ ფქვილი
✔ 100 გრ კარაქი
✔ 50 გრ შაქარი
✔ 3 კვერცხის გული
✔ 1ს.კ რძე
შიგთავსი: 
✔ 3 კვერცხის ცილა
✔ 100გრ შაქარი(ან 150 თუ ტკბილი გიყვართ)
✔ 300-400 გრ მოცხარი
✔ ვანილი
✔ 1-2 ცალი ტკბილი ორცხობილა და 1ს.კ. გატარებული ნიგოზი

ფქვილი და შაქარი შეურიეთ. მიიღებთ ფხვიერ მასას, დაამატეთ კვერცხის გულები და რძე.

მიღებული ცომი შედეთ მაცივარში 30 წუთით.
ცილა ათქვიფეთ კარგად, დაამატეთ შაქარი. ცილის ნახევარი შეურიეთ მოცხარს
ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ დაახლ. 26სმ-იან გვერდებიან ფორმაში, გამოაცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე, გამოიღეთ და ძირზე მოაყარეთ გატარებული ნიგოზი და ხელით დაფხვნილი ორცხობილა,

შემდეგ მოცხარის მასა. თავზე კი გადაუსვით დარჩენილი ბეზე

და შეაბრუნეთ ღუმელში 20-25 წუთი, სანამ ბეზე გაოქროსფერდება.
მზადაა! გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top