ჩიჟი ბიჟი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ჩიჟი ბიჟი

ჩიჟი ბიჟი

ჩიჟი ბიჟი თუ ჩიჟი პიჟი, ამის გაკეთება ყველამ იცის. მოდი მაინც დავწეროთ :) 

საჭიროა

პომიდორი 4-5 ც

კვერცხი 4 ც

ხახვი 1 თავი

ნიორი 2 კბილი

ზეთი 3-4 სუფრის კოვზი

მწვანილი გემოვნებით (მაგ. ოხრახუში და რეჰანი ან ქორფა ბაზილიკი)

მარილი, წიწაკა, პილპილი, ხმელი ბაზილიკი, ორეგანო

მომზადება

ტაფაზე ვასხამთ ზეთს, ვჭრით ხახვს სასურველი ზომის ნაჭრებად და ვბრაწავთ საშუალო ცეცხლზე (კარამელიზაციისთვის უხდება ნახევარი კოვზი შაქარი). ვამატებთ წვრილად დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორსაც.

პომიდვრებს ვმდუღრავთ, რომ კანი სწრაფად გაძვრეს ან დამდუღვრის გარეშე ცოტა მეტად ვწვალობთ და ვაცლით კანს.

კანგაცლილ პომიდვრებს ვჭრით წვრილად და უკვე მოშუშულ ხახვთან ერთად, ვტოვებთ საშუალო ცეცხლზე 8-10 წუთი, სანამ ცოტა არ ამოშრება და დადუღდება. ასე სხვანაირი გემო აქვს, თუ გინდა, შეგიძლია უფრო ცოცხლადაც შეინარჩუნო პომიდვრის სოუსი, ორივე გემრიელია, გემოვნების ამბავია.

მარილით და სუნელებით ვაზავებთ. ვჭრით მწვანილებს და ვაყრით, ვურევთ და სასწრაფოდ ვამზადებთ კვერცხებს ჩასახლელად, მწვანილი რომ დიდხანს არ იხარშოს.

კვერცხების ჩასახლელად ტაფაში ვაკეთებთ ღრმულებს, რომ კვერცხმა ფორმა შეინარჩუნოს.


ვახლით სათითაოდ და ველოდებით, სანამ არ მოიხარშება. თუმცა, თუ ნახევრად მოხარშული გიყვართ, ჩემგან განსხვავებით, მალევე გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით ❤️

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top