თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ჩიზქეიქი ცხობის გარეშე გაწურული მაწვნით

ჩიზქეიქი ცხობის გარეშე გაწურული მაწვნით

ჩიზქეიქის რეცეპტის ავტორია გოგა ჩხაიძე, იურისტი.

დაგჭირდებათ:

მრგვალი საცხობი ფორმა, მოსახსნელი გვერდებით

600 გრამი კრემ ყველი

120 გრამი შაქარი

გაწურული მაწონი 300 გრამი

ნაღები 1 ლ

Oreo ნამცხვრები 200 გრ

რძე 70 გრ

ჟელატინი 12 გრ

ჟოლოს პიურე – რამდენიმე სუფრის კოვზი

ცოცხალი ან გაყინული კენკრა დეკორისთვის – 100-200 გრ

მომზადება

600 გრამი კრემ ყველი, 120 გრამი შაქარი კარგად ავურიე ერთმანეთში, დავამატე გაწურული მაწონი 300 გრამი.

ცალკე ავთქვიფე 1 ლიტრი ნაღები, კრემად ვაქციე. მერე ეს ყველაფერი ერთმანეთში გადავურიე.

ბოლოს დავუმატე 70 გრამ რძეში გახსნილი 12 გრამი ჟელატინი.

200 გრამი დაფშვნილი ორეო და 80 გრამი კარაქი ერთად ავურიე და დავტკეპნე ფორმის ძირზე.

შემდეგ კრემის მასა ორად გავყავი, ერთს ჟოლოს პიურე დავუმატე ფერისთვის, დავასხი დატკეპნილ ფენაზე, საყინულეში 15 წუთი გავაჩერე რომ გამაგრებულიყო და ზემოდან დავამატე მერე დარჩენილი ჩვეულებრივი თეთრი მასა (სამწუხაროდ გაჭრილი ჩიზქეიქის ფოტო არ გადამიღია, სადაც ორი ფერი კარგად ჩანს).

ჩიზქეეიქი მთელი ღამე დავტოვე მაცივარში და იდეალური გამოვიდა.

P.S. ჩემი საცხობი ფორმა იყო 26 სმ დიამეტრის, შესაბამისად მასალის პროპორციებიც გათვლილია ამ ზომის ნამცხვარზე. თუ ბევრად დიდ ან პატარა ფორმას გამოიყენებთ, დაახლოებით დააკორექტირეთ პროპორციაც, რომ ჩიზქეიქი მეტისმეტად დაბალი ან მაღალი არ გამოგივიდეთ.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top