თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შუბა

შუბა

შუბა ცნობილი სალათაა, რომელიც ქართულად წესით ასე უნდა ჟღერდეს – ქაშაყი ქურქში (Селедка под шубой), თუმცა გადავწყვიტეთ ორიგინალი სახელწოდება დავტოვოთ, თან ასე  უფრო ცნობილი და გავრცელებულია.

დღეს გთავაზობთ იურისტის, ინგა თოდრიას რეცეპტსა და ფოტოებს.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

ქაშაყი 200 გრ

მოხარშული კარტოფილი 1 ც, დიდი ზომის

მოხარშული სტაფილო 1 ცალი, დიდი ზომის

მოხარშული ჭარხალი 1 ც

მოხარშული კვერცხი 4-5 ცალი

მაიონეზი150 გრ

მწვანე ხახვი, მარილი, შავი პილპილი, ცერეცო

მომზადება

ჯამის ან თეფშის ძირზე დაალაგეთ 200გრ ქაშაყი, დაჭრილი.

ფენა ფენა დაახეხეთ ბოსტნეული, შემდეგი თანმიმდევრობით: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი.

ეს ყველაფერი ხელით ოდნავ დაპრესეთ, რომ დაჯდეს.

მერე დააწყვეთ კვერცხი – დაჭრილი წვრილად ან გახეხილი.

შემდეგ მწვანე ხახვი, მაიონეზი, მარილი და შავი პილპილი, და სულ ბოლო ფენად – ცერეცო.

ფენებს შორის მოაყარეთ ცოტ-ცოტა მარილი, გემოვნებით.

რჩევა: თუ გაქვთ, გამოიყენეთ გამჭვირვალე ჭურჭელი. უფრო ლამაზი გამოდის :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top