თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადის ნამცხვარი შინდის ჯემით და ნაღების კრემით

შოკოლადის ნამცხვარი შინდის ჯემით და ნაღების კრემით


თუ გიყვართ ნამცხვრები ტკბილისა და მჟავის შეხამებით, ძალიან მოგეწონებათ ეს ვარიანტიც. შეგიძლიათ გააკეთოთ რულეტის სახით ან ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენებიცომი:

  • 4 კვერცხი
  • 125 გრ შაქარი
  • 80 გრ ფქვილი
  • 30 გრ კაკაო
  • 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი ან 1/2 ჩ.კ სოდა
  • 400-500 მლ ნაღები
  • 4-5 ს.კ შინდის ჯემი
  • ვანილი
  • 80-100 გრ შოკოლადი

კვერცხის ცილა გათქვიფეთ 2 ს.კ თბილ წყალთან ერთად, ჩაამატეთ გულები, 80 გრ შაქარი, შემდეგ კი დააცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ყალიბში (დიდები რომ არის, ღუმელებს მოჰყვება ხოლმე) და 180 გრადუსზე აცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთი.
თუ რულეტს აკეთებთ, გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ სუფთა პირსახოცზე, ქაღალდიანი მხარით ზემოთ, მოაშორეთ ქაღალდი და პირსახოციანად გადაახვიეთ. თუ რულეტს არ აკეთებთ, მოაშორეთ ქაღალდი, გააცივეთ და 3 ან 4 თანაბარ ნაწილად გაჭერით.
ნაღები ათქვიფეთ, დაამატეთ დარჩენილი შაქარი ან შაქრის პუდრა და ვანილი. გაციებულ ბისკვიტზე წაუსვით თხლად ჯემი, შემდეგ კი კრემი.
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე დაამატეთ 1 ჩ.კ კარაქი და 1 ჩ.კ წყალი ან რძე და მოასხით ნამცხვარს ზემოდან.
ჯემი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. თუ ძალიან სქელი კონსისტენციისაა და წასმა გიჭირთ, შეგიძლიათ ოდნავ შეათბოთ, წასმის შემდეგ გააგრილოთ და კრემი ისე დაადოთ

კომენტარები

კომენტარი

16 thoughts on “შოკოლადის ნამცხვარი შინდის ჯემით და ნაღების კრემით

  1. es gavakete kidev unda gavaketo xval :) yvelas dzalian moecona,,magram aqamde nagebi ar gamomiyenebia da dabal procentiani vikide da kremi ar gamomivida magram im nagebit da tetri shokoladit moxarshuli kremi gavakete,,,momewona dzaliaaan :))

  2. ნაღები კრემისთვის უნდა იყოს 36-38 %-იანი, დაბალ%-იანი არის სოუსებისთვის. აქ ნახავთ ინფოს ნაღებზე, მათ შორის იმაზეც, როგორ გააკეთოთ თხელი ნაღებისგან კრემი ;) http://ratatui.me/2011/12/04/cota-ram-nagebze/

  3. ანუ ტორტივით უნდა გააკეთო? მაგას ბლომად ნაღები დასჭირდება, 1.5 ლიტრი, შეიძლება მეტიც. მიჭირს ასე თქმა, ზეპირად, რადგან მაგ სიდიდის ტორტი არასდროს გამიკეთებია. ისე გაითვალისწინე, რომ მაღალპროცენტიანი ნაღები ძვირი ღირს :(

  4. სულ როგორ? :0 ერთი მომენტია, ნაღების კრემთან მუშაობისას, კარაქის კრემისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქი და ”ნოტიოა”, წყლიანი, ასე ვთქვათ ”ჯდება” ბისკვიტებს შორის, მცირდება ზომაში,ამიტომ ზომაზე ცოტა მეტს უსვამენ,რომ მერე ისე გახდეს როგორც საჭიროა. რადგან უკვე გამოაცხეთ , მეგონა ეს მომენტი შემჩნეული გექნებოდათ. ერთადერთი რისი ბრალიც შეიძლება იყოს, ისაა რომ ცოტა წაუსვით კრემი… 24 კვერცხიანი ბისკვიტი საკმაოდ დიდია, რამდენი ლიტრი ნაღები გამოიყენეთ?

  5. sul meored vacxob didi gamocdileba ar maq ubralod pirvelad gamomivida :) litranaxevari nagebi gavakete da ar eyo kremi,tan tetri shikoladi chavadne mere vnaxe ro ragac zomebi tu ar davicavi ar gamodis kargi kremi, sabolood wyliani da odnav achrili kremivit gamovida…tan sxvistvis gavakete :((

  6. საერთოდ, როცა არ გაქვს დიდი გამოცდილება, სჯობს რეცეპტს მიჰყვე და ექსპერიმენტებს ერიდო, მეც არ მიმართლებს ხოლმე ასეთ შემთხვევებში ზოგჯერ :) თუ ინგრედიენტების გაზრდას ან შემცირებას აპირებ, ყველაფერი პროპორციულად უნდა შეცვალო :) თბილი ნაღები არ ითქვიფება, ძალიან ცივი უნდა იყოს. ნაწილი ნაღები უნდა გაათბო, ჩაადნო შიგ შოკოლადი და მინიმუმ 6 საათი გააცივო მაცივარში,შემდეგ გათქვიფო ორივე ნაწილი და შეურიო დელიკატურად, ან სუფთა ნაღები ათქვიფო და ნელ-ნელა შეურიო შოკოლადიანი ნაღები. ოღონდ ბევრი არ უნდა მოგივიდეს თქვეფა, თორემ კარაქს მიიღებ, შოკოლადიანს :)

  7. tavidan ar itqvipeboda didi xani da vidzaxdi sadaa karaqi :) dzlivs gavakete tan sxvistvis:) magra gavaporme ra ar uqeni dzlivs movishore ,,agar gavekarebi nagebs :) mware gamocdileba maq:)

    1. არა და პირიქით, ნაღების კრემი ყველაზე ადვილია კრემებს შორის :) მაგიტომ მიყვარს :) და გემოც მომწონს, ყველაფერს უხდება… გირჩევ არ აიცრუო გული, მომავლისთვის პატარა ტორტი აირჩიე, 38%იანი ნაღები იყიდე (ვალიო მაგალითად) და კიდევ სცადე. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოს რომ არ სქელდება, მაგრამ უცბად იცის შესქელება. როგორც კი ფორმას დაიჭერს, თქვეფა შეწყვიტე. გემოვნებით შეამატე შაქრის პუდრა და ვანილი

        1. მიხარია, რომ სირთულეების მიუხედავად მაინც მოწონება დაიმსახურა ტორტმა :)

  8. ugemrielesi gamovida , mxolod kremi shevucvale, biskviti saocrad rbili da gemrieli gamovida, gasaocaria karaqis rdzis da zetis gareshe aseti gemrieli roa, xshirad ukaraqo namcxvrebs vaketeb (”dolci senza burro” kargi siatia) da koveltvis karaqis chanacvleba zetit xdeba

Leave a Reply

Top