თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადის მაფინები

შოკოლადის მაფინები


მასალა:

  • 100 გ შაქარი
  • 150 გ არაჟანი
  • 1 ყავის ჭ ცხიმიანი რძე
  • 1 დიდი კვერცხი
  • 5 სავსე ს. კ კაკაო
  • 6-7 ს.კ ფქვილი
  • 1/2/ ჩ.კ სოდა+ლიმნის წვენი
  • 4 ს.კ ზეთი

ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაამატეთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმნის წვენი. დააცერით კაკაო და ფქვილი, დაამატეთ ზეთი. უნდა მიიღოთ კრემისებური, არაჟანზე ცოტა თხელი ცომი. შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა არომატი თქვენი სურვილით: ვანილი, ალკოჰოლი, ფორთოხლის ცედრა…
ასევე შეგიძლიათ გულში ჩაუდოთ ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, სხვა ნებისმიერი კენკრა ან ხილი, ასევე სპეციალური სადესერტო შოკოლადი. მე ნაწილს ალუბალი ჩავუდე, ნაწილს ჟოლოს ჯემი.
გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი, კარამელის სოუსი ან დაადეთ ნაღების კრემი. შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ
ეს დეკორის სხვა ვარიანტი:

(ამ მასალით გამოდის 10 ცალი მაფინი)

კომენტარები

კომენტარი

5 thoughts on “შოკოლადის მაფინები

  1. დღეს გავაკეთე ეს გემრიელობა, რაღაც არაჩვეულებრივი რეცეპტია– უნაზესი და უგემრიელესი გამოვიდა, პირდაპირ პირში დნებოდა! გაყინული ჟოლო და ცოტა კოწახურიც დაუმატე გულში და ძალიან მოუხდა! დიდი მადლობა ნინოს, მისი რეცეპტების ფანი ვარ:) პს აქვე რამოდენიმე რჩევასავით დავწერ : 5 ს.კ კაკო მებევრა და 3 ს.კ უყავი, მშვენივრად ეყო, რაოდენობა გამომივიდა 15 ცალი – ოღონდ 6 შედარებით პატარა – სილიკონის ფორმებით და დანარჩენი დიდები – მამა–პაპური (ლითონის) ფორმებით. ეგებ ვინმე დაინტერესდეს რა ვიცი :))) ფოტოების გადაღება მინდოდა მაგრამ დეკორი უბრალო იყო, (მხოლოდ გამდნარი შოკოლადით) ამიტომ გადავიფიქრე:) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მიყვარხართ!!! <3

    1. მია306, შენი კომენტარები მიყვარს :) ჩანს რომ თბილი ადამიანი ხარ, პოზიტიური :) უღრმესი მადლობა ჩემო კარგო :) კაკაოს ბლომად იმიტომ ვამატებ, მიყვარს ძალიან შოკოლადიანი გემო, თუმცა ცვლილების შეტანა რა თქმა უნდა შესაძლებელია :)

Leave a Reply

Top