თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შვრიის ნამცხვარი შესქელებული რძით

შვრიის ნამცხვარი შესქელებული რძით



1 ჩ.ჭ. შვრია (125 გრ)
1 ჩ.ჭ ფქვილი
100 გრ კარაქი
50-60 გრ შაქარი
1 კვერცხი
ვანილი,
1/2 ჩ.კ დაფქული კარდამონი
1,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან ნახევარი დოზა სოდა)
0,5 ჩ.კ ლიმონის ცედრა (ან 1 ს.კ ლიმნის წვენი)
200 მლ შესქელებული რძე
50 გრ გახეხილი შოკოლადი
2-2 ს.კ სეზამის მარცვლები და ქოქოსის ფანტელი
2/3 ჩ.ჭ ნიგოზი ან სხვადასხვა თხილეულის ნარევი(ტხილი, ნუში, არაქისი და ა.შ.)გაადნეთ კარაქი და შეურიეთ მასში შაქარი, ლიმნის წვენი ან ცედრა
ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები:ფქვილი, შვრია, ვანილი, გამაფხვიერებელი, კარდამონი. ორივე მასა გადაურიეთ ერთმანეთ და დაამატეთ კვერცხიც.
მიღებული ცომი გაანაწილეთ 24-26 სმ დიამეტრიან გვერდებიან საცხობ ფორმაში, ზემოდან მოასხით შექელებული რძე, მოაყარეთ შოკოლადი, სეზამი და ქოქოსი, შემდეგ მთაელი ზედაპირი დაფარეთ დაჭრილი თხილეულისა და ნიგვზის ნარევით.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40-50 წუთი

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “შვრიის ნამცხვარი შესქელებული რძით

  1. კარდამონი, იგივე ილი, სანალებელია, იყიდება როგორც მარცვლები, ასევე დაფქული სახით, ითვლება ყველაზე ძვირ სანალებლად ზაფრანასა და ვანილთან ერთად. გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში, ძალიან არომატულიაეს ფოტოები გუგლში https://www.google.com/search?q=cardamome&hl=en&rlz=1G1SVECCENFR419&prmd=imvnse&source=lnms&tbm=isch&ei=EI9DT-nqN9HP4QTwxcioCA&sa=X&oi=mode_link&ct=mode&cd=2&ved=0CBcQ_AUoAQ&biw=1138&bih=529ეს ვიკიპედიიდან მცირე ინფოhttp://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98_(%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94)იყიდება ყველგან სადაც სუნელებია ან საკონდიტრო მასალები

Leave a Reply

Top