შვარცვალდის ალუბლის ტორტი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შვარცვალდის ალუბლის ტორტი

შვარცვალდის ალუბლის ტორტი

შემოგთავაზებთ ჩემი და ჩემი ოჯახის საყვარელი ტორტის რეცეპტს. ეს არის ცნობილი გერმანული ტორტი Schwarzwälder Kirschtorte (ალუბლის ტორტი შავი ტყე), მისი ინგლისურენოვანი დასახელებაა Black Forest, ფრანგული კი – La forêt noire.

ჩემი რეცეპტის წყაროა ფრანგული ლარუსის კულინარიული ენციკლოპედია. რეცეპტი გამოცდილია უამრავჯერ.

მასალა:
✔ 150გ კარაქი
✔ 6 კვერცხი
✔ 500გ შაქარი
✔ 60გ ფქვილი
✔ 80გ კაკაო
✔ 3ს.კ ალუბლის ლიქიორი ან ალუბლის არაყი
✔ 750გ ნაღები
✔ 500გ უკურკო ალუბალი
✔ 200-250გ შავი შოკოლადი
✔ ვანილი

მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი ვანილი და 240გ შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შევურიოთ ფქვილი და კაკაო, შემდეგ 150გ გამდნარი კარაქი ნელ-ნელა.ეს მასა უნდა გავყოთ სამად და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში 15 წთ.(ან ერთად გამოვაცხოთ და მერე შუაზე გავჭრათ სამად)გამოცხობიდან 5 წთ-ის მერე გადმოვიღოთ ფორმიდან
ავადუღოთ 180გშაქარი და 250გ წყალი, 5წთ-ით ჩავყაროთ ალუბლები, ამოვიღოთ დავწუროთ და ამ სიროფს დავამატოთ 2ს.კ ალუბლის ლიქიორი.დავჩხვლიტოთ ფირფიტების ზედაპირი და დავნამოთ ამ სიროპით.
ცივი ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე+80გ შაქარი+დარჩენილი ლიქიორი
პირველ ფირფიტას ვუსვამთ კრემს, ვაყრით ალუბალს, ვადებთ მეორე ფირფიტას+კრემი+ალუბალი.ასევე მესამეც. ზემოდან და გვერდებზე კრემს ვუსვამთ და ვრთავთ ალუბლებით და შავი შოკოლადის ნაფხვენებით

ეს კი ჩემს მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული ამ ტორტის ფოტოები


დამატებითი ინფორმაცია:
ამ ზომის ნამცხვარზე ჩემი აზრით 750 გრ. ნაღები ბევრია, 500 გრამიც ეყოფა. ასევე შოკოლადი, 150 გრამი აბსოლუტურად საკმარისი იქნება. დესერტის პირველწყაროში, ლარუსის ენციკლოპედიაში მითითებულია რომ ეს არის 6 პორციანი ტორტი, მაგრამ თავისუფლად გამოვა 8 პორციაც. ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ გსურთ დიდი ზომის ტორტი, გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობა ნახევარჯერ (9კვერცხი 6-ის ნაცვლად და ა. შ,) და გამოაცხეთ 28 სმ-იან ფორმაში.

კომენტარები

კომენტარი

12 thoughts on “შვარცვალდის ალუბლის ტორტი

  1. ძალიან კარგ რეცეპტებს დებ, მაგრამ Schwarzwaelder Kirschtorte ,,ალუბლის ტორტი შავი ტყედ" არ ითარგმნება :-( შვარცვალდი გეოგრაფიული სახელია და შვარცვალდური ალუბლის ტორტი იქნება სწორი ქართულად. ისე მართლა უგემრიელესია :-)

  2. მე მგონი ეს უბრალოდ საქართველოში ცნობილი ალტერნატიული სახელწოდებაა :)

  3. მე გერმანული არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ როგორც წავიკითხე, შვარცვალდი არის ტყის მასივი გერმანიაში და ''შავ ტყედ'' ითარგმნება http://en.wikipedia.org/wiki/Black_Forestპრივციპში ორივე ვარიანტი დასაშვებია და დამოკიდებულია იმაზე თარგმნი თუ არა გეოგრაფიულ სახელს

    1. geografiuli saxelebi ziritadad ar itargmneba. witelwzaros rom red river dauzaxon an muxatgverds oak hill, zalian sasacilo iqneba :) asea schwarzwald-ic :) shvarcwaldis alublis torti, kachuri churchxela da ara torti shavi tye an churchxela kaxeti :)

  4. ძალიან გემრიელი ჩნს და მინდა , რომ გამოვაცხო, მაგარმ იცით რა მაინტერესებს, აქ წერია, რომ 28 სმ-იან ფორმაში უნდა გავაორგამოთ რაოედენობააო და 6 ნაცვლად 9 კვერცხი უნდა თუ 12 ? და დანარჩენი ინგრედიეტებიც უნდა გავაორმაგოთ ხო? მაგ 150 გრამი კარაქის ნაცვლად 300? თუ მეშლება?

    წინასწარ დიდი მადლობა

    1. 28 სმ-იან ფორმაში უკვე 9 კვერცხიანი ან ორმაგი პორცია ცხვება, 6 კვერცხიანს სჭირდება 15 სმ-იანი ფორმა

  5. ნინო მადლობელი ვარ ამ რეცეპტებისთვის და ძალიან ახლობლებად აღგიქვამთ.მაინტერესებს საცხობი ქაღალდით ცხვება თავისთავად ალბათ და კონსისტენცია ცომის არაჟნის მსგავსია ?და კიდევ რამდენად სათუთია ცხობაში?გამაფხვიერებელი?? მეც დიდის გაკეთებას ვფიქრობ გაყინული ალუბლით.

    1. ძალიან უპრეტენზიო ბისკვიტია, მიყევი რეცეპტს და აუცილებლად გამოგივათ :) საკმაო ცხიმს შეიცავს და თუ კარგი ფორმა გაქვთ, შეიძლება არც მიიკრას, თუმცა მაინც შეგიძლიათ ქაღალდის გამოყენება. მეც გაყინული ალუბლებით ვაკეთებ ხოლმე

  6. ეგ გერმანული სახელწოდებაა და ასე ითატგმნება > “შვარცვალდის ალუბლის ნამცხვარი”

    1. zustad asea. da tu sheasworeben, kargi iqneba. rachul lors rom “lori racha” daarqva, an megrul ajikas ajika samegrelo :)) asea dasataurebuli :)

  7. ნინო, ალუბლის ამ სეზონზე მინდა გავაკეთო ეს და ბისკვიტს გამაფხვიერებელი(ან სოდა) არ უნდა??? რეცეპტი ბევრჯერ წავიკითხე და მინდა დავაზუსტო შენთან :) და კიდევ – 24 სმ ფორმაში რომ გავაკეთო და 2 ნაწილად გავყო არ გამოვა? 15 სმ არ მაქვს.

    1. ირმა, წესით გამაფხვიერებელი არ უნდა, თუმცა მე ვცადე და დავამატე, ანუ ორივენაირად გავაკეთე. ორივე მომეწონა, შენ რომელიც გინდა ის სცადე, სულ ცოტა დაამატე თუ მაინც ეჭვი გეპარება :) არაფერი დაუშავდება. ფორმა კი შეგიძლია დიდი გამოიყენო, უბრალოდ დაბალი გამოვა.

Leave a Reply

Top