გამომცხვარი ყაბაყი სოსისით და ყველით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > გამომცხვარი ყაბაყი სოსისით და ყველით

გამომცხვარი ყაბაყი სოსისით და ყველით

ამ რეცეპტისთვის წესით იტალიური სოსისია საჭირო (ტრადიციულად, ღორის ხორცის სოსისი, კამით და ბევრი წიწაკით, ტკბილ-მწარე არომატით), თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:

  • 4 საშუალო ზომის ყაბაყი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 250 გრ სოსისი
  • 2 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჭიქა საფანელი (დაფხვნილი პურის ორცხობილა)
  • 6 ს/კ დახეხილი ყველი (ევროპული, ან სულგუნი)
  • 500 გრ დაჭყლეტილი პომიდორი (ან კონსერვირებული)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

Italian-Sausage-Stuffed-Zucchini-above-Vs
მომზადება

(1) კარგად გარეცხილი ყაბაყები გაჭერით შუაზე და გამოშიგნეთ. ანუ გამოუღეთ რბილი გული კოვზით. არ გადაყაროთ, ცალკე გადადეთ, დაგჭირდებათ.

Scoop-Zucchini

(2) ტაფაზე ზეთში, მაღალ ცეცხლზე სწრაფად მობრაწეთ სოსისები. შემდეგ დაკეპეთ წვრილად ტაფაშივე და დაბალ ცეცხლზე შუშეთ 4-5 წთ განმავლობაში, სანამ არ გაყავისფრდება

(3) დაუმატეთ ნიორი და ყაბაყის გული (წვრილად დაკეპილი) და კიდევ 5 წთ განმავლობაში მობრაწეთ მაღალ ცეცხლზე

Sauté-Zucchini-Garlic-Sausage2

(4) გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. ტაფიდან თასში გადაიტანეთ მოშუშული შიგთავსი, დაუმატეთ საფანელი, 3 სუფრის კოვზი დახეხილი ყველი და 1/4 ჭიქა დაჭყლეტილი პომიდორი. ამოურიეთ და შეაზავეთ მარილით და წიწაკით

(5) ღუმელის ღრმა თასში (სასურველია მინის) დააწყვეთ გაჭრილი ყაბაყები, გული ამოუვსეთ ხორციანი შიგთავსით, მოასხით პამიდვრის სოუსი ისე, რომ სულ არ დაფაროს და შედგით ღუმელში 30-35 წუთით, სანამ კარგად არ მოიბრაწება და ყაბაყი არ დარბილდება

Stuff-Zucchini

(6) ღუმელიდან გამოღების წინ მოაყარეთ დარჩენილი ყველი, შეაბრუნეთ ღუმელში 2-3 წთ სანამ ყველი დადნება.

Top-with-Cheese

მიირთვით ცხელი ცალკე, ან გარნირთან ერთად.

Italian-Sausage-Stuffed-Zucchini-plate-Vs

წყარო

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “გამომცხვარი ყაბაყი სოსისით და ყველით

  1. Thanks so much for this post on whole wheat bread. I’m trying to make whole wheat bread regularly so that it will become second na#1re-I&t82u7;m not sure it ever will as I’m convinced some people just have a knack for it, but I keep trying. I’m going to make this now!

  2. ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ დღეს არსებობს ონლაინ დაკრედიტების სერვისი https://sesxebi365.com/company/credium. ყველაზე ხელსაყრელი პირობები, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და სწრაფი გაფორმება, სასწრაფოდ შემოდი!

Leave a Reply

Top