თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ხორცით

ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ხორცით

ეს რეცეპტი მარტივი, არა უმარტივესი რეცეპტების კატეგორიიდანაა.

დაგჭირდებათ

  • 4 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი
  • 300 გრ გატარებული ხორცი
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 2 დიდი პომიდორი
  • მწვანილი გემოვნებით
  • სუნელები (შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ბაზილიკი, ორეგანო, ჯანჯაფილის ფხვნილი სურვილისამებრ)
  • მარილი
  • 1 ხახვი, 1 კბილი ნიორი
  • 1 კოვზი ზეთი

kabaki-xorcit

მომზადება

ტაფაზე ზეთში მობრაწეთ დაჭრილი ხახვი და და ნიორი, დაამატეთ გატარებული ხორცი და ცოტა ხანს შუშეთ.

ცალკე მოხარშეთ ბრინჯი, თითქმის ბოლომდე რომ მოიხარშოს ისე. სასურველია გქონდეთ ორთქლში გამოყვანილი ბრინჯი, ხარშვისას არ ჩაიქნება.

ბრინჯი გადაიტანეთ ხორციან ტაფაში და ამოურიეთ. შეკმაზეთ მარილით, პილპილით, წიწაკით და სხვა სუნელებით, თქვენი გემოვნებისამებრ. თუ ბაზილიკს, ორეგანოს ან ჯანჯაფილს სახლში ვერ იპოვით, დიდად ნუ იდარდებთ, დაუმატეთ ის სუნელი/მწვანილი, რაც თქვენი აზრით კატლეტს უხდება.

ყაბაყები გაჭერით სიგრძეზე, ორად. გულები ამოაცალეთ კოვზით, წვრილად დაკეპეთ და შეურიეთ ხორცისა და ბრინჯის სატენს.

ყაბაყის ნაჭრები დააწყვეთ ფოლგიან ამ საცხობ ქაღალდიან თუნუქის დაფაზე. ამოავსეთ სატენით, ზემოდან მოასხით დაჭყლეტილი პომიდორი ან პომიდვრის წვენი (თუ წვენს მოაწურავთ, პამიდვრები შეგიძლიათ იქვე ჩააწყოთ და ერთად შებრაწოთ)

kabaki-xorcit-brinjit

საცხობი ტაფა შედგით ღუმელში 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ, სანამ ყაბაყები კარგად არ დარბილდება. 30-35 წუთი.

kabaki-xorcis-satenit

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

2 thoughts on “ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ხორცით

  1. “أوّل استبدادي باسمك يا حنون .. يا كريماً ما تِخالفه الظنّون”الصحيح: أول استبداي ووليس استبدادي. التدويÙb50†Ø© رائعة في العموم.. شكرا جزيلا لك

Leave a Reply

Top