თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით

ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით


  • კარტოფილი
  • ბეკონი
  • მარილი, ახალდაფქული პილპილი
  • ზეითუნის ზეთი ან კარაქი
  • ცოტა როზმარინი (სურვილისამებრ)
  • კამა

შეარჩიეთ საშუალო, თანაბარი ზომის კარტოფილები.
გაფცქვენით, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ჩაჭერით ისე რომ ძირი მთელი დარჩეს.
ჭრილებში ჩაალაგეთ ბეკონის ნაჭრები, კარტოფილს მოაყარეთ მარილი, ახალდაფქული პილპილი, ძალიან ცოტა როზმარინი და ინდივიდუალურად გაახვიეთ ფოლგაში.
შეხვევამდე ცოტა ზეთი მოასხით ან კარაქის ნაჭრები დაადეთ.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, ღუმელში.
მზას მოაყარეთ დაჭრილი კამა და გემრიელად მიირთვით

კომენტარები

კომენტარი

7 thoughts on “ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით

  1. Dzaalian mominda da arc tu ise dzneliaa magram erti ragac maintereseebs :P ramdeni xani unda gavachero gumelshi 200 graduszee? Is xom folgashi iqneba da ver davinaxav da maagitom mainteresebs :) :) madloba winaswar :)

  2. პერიოდულად შეამოწმე ჩანგლით, თუ რბილია ე.ი. მზადაა. სიმართლე გითხრა ზუსტი დრო არ დამინიშნავს მზადებისას :)

  3. გამარჯობააა… მოკლედ, მთელი თქვენი რეცეპტები წაკითხული მაქვს :))) ხოდა, ახლა ახალი გათხოვილი ვარ და ვიწყებ მათ გამოყენებას… დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვა მექნება :) კომენტარებს აუცილებლად დავდებ ხოლმე… დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი საიტისა და გემრიელი რეცეპტებისათვის :)))

  4. ძალიან მიხარია თუ მოგწონთ :) კითხვებსაც სიამოვნებით ვუპასუხებთ და შედეგებსაც თუ გაგვიზიარებთ მთლად უკეთესი :)

  5. მოკლედ, გავაკეთე… ძალიან გემრიელი გამოვიდა. მხოლოდ, ბეკონით არა, ძეხვით გავაკეთე და როზმარინი არ გამომიყენებია… სვანური მარილი დავაყარე… ძალიან მომეწონა…. არც ტაფას ხარ მიჯაჭვული რომ დაიწვება და უნდა ატრიალო, არც ზეთი დაგაკლდება, არც თავსახურის ახდა-დახურება უნდა აკონტროლო და მოკლედ, მშვენიერი გამოსავალია… ოღონდ ერთი: როდესაც უკვე მზად იყო და სუფრაზე უნდა მიმეტანა, აღმოვაჩინე, რომ ოდნავ მიკრული იყო ფოლგაზე, თან ძალიან ცხელი იყო და ვერაფრით ვერ გადმოვიღე თეფშზე. ჩანგლით და ძალით მეშინოდა, არ დაშლილიყო, ამიტომ, თავისი ფოლგიანად დავუდე თეფშებზე და ასე მიირთვით-თქო ვუთხარი… :) აბა რა მექნა, მშიერ სტუმრებს ხომ არ ვაყურებინებდი, სანამ არ გაცივდებოდა :)

  6. ნინიკო, დიდი მადლობა კომენტარისთვის :) ჩემი ბრალია, რეცეპტში დამავიწყდა მითითება, რომ ფოლგასაც უნდა ცოტა ცხიმი :)

Leave a Reply

Top