Sushi Room: სამოთხე სუშის მოყვარულებისათვის |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > Sushi Room: სამოთხე სუშის მოყვარულებისათვის

Sushi Room: სამოთხე სუშის მოყვარულებისათვის

სუში რუმი ჯერჯერობით ერთადერთია თბილისში არსებულ იაპონურ რესტორანთა შორის, რომელსაც TripAdvisor-ზე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. თრიფედვაიზორზე რეიტინგის დამსახურება კი, მოგეხსენებათ მარტივი არ არის. ერთი შეცდომა და ტურისტი სამუდამოდ დაგიტოვებს ცუდ შეფასებას, რომელსაც გუგლიდან ვერ ამოშლი :)

Sushiroom_ის სუშის ჯარისკაცები. ფოტო (c) Ratatui.Ge
Sushiroom_ის სუშის ჯარისკაცები. ფოტო (c) Ratatui.Ge

ერთ დღესაც ავდექით და სუში რუმს, მოსაშვილზე საფუძვლიანად, დიდი ხნით და ფოტოაპარატით შეიარაღებულები ვესტუმრეთ (თანაც, გვარიანად მშივრები).

რატომ სუში?

სუში ძალიან სასარგებლოა, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუკი კარგი პროდუქტებითაა გაკეთებული.

ნორი – ზღვის მცენარე, რომელშიც სუშია გახვეული, შეიცავს დიდი ოდენობით იოდს. ჯინჯერი და ვასაბი ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს, ხოლო სუშის ძირითადი ინგრედიენტები, როგორც წესი, დიდი ოდენობით ომეგა 3-ს და სელენიუმს.

სუში რომ ისეთი გამოგივიდეს, როგორიც საჭიროა, ხარისხიანი პროდუქტების გარდა შიგ სული და გულიც უნდა ჩაახვიო. თუმცა ხარისხიანი და ახალი ინგრედიენტები მაინც უმთავრესია :D .

თბილისში fresh ანუ ახალი, ცოცხალი, ცინცხალი სახით ბევრი პროდუქტის შოვნა ძნელია. ამიტომ არ აქვს ხშირად აქაურ თევზს ისეთი გემო, როგორც სადმე ზღვის ან ოკეანისპირა ქვეყანაში.  დღეს, რასაკვირველია პროდუქტების ჩამოტანა ნებისმიერი ქვეყნიდან სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი, მაგრამ იმპორტი პროდუქციას აძვირებს, სწრაფი იმპორტი კი – კიდევ უფრო. ასეთ დროს შემომტანს არჩევანის გაკეთება უწევს: იაფი და ნაკლებხარისხიანი თუ ძვირი და კარგი. სამწუხაროდ კარგს არც ისე ბევრი ირჩევს.

“ჩვენ ყველა ინგრედიენტი გერმანიიდან შემოგვაქვს, რეგულარულად. სუშის ახალი და ხარისხიანი ინგრედიენტები სჭირდება” – ამბობს სუშირუმის დამფუძნებელი, გიორგი დანიელიძე.

img_6481
tonkatsu shake – ორაგულის სტარტერი, ბრინჯის გუნდასთან ერთად
Spring Rolls - გაზაფხულის ჩხირები, ტკბილმწარე სოუსით
Spring Rolls – გაზაფხულის ჩხირები, ტკბილმწარე სოუსით

სუში – შენ თვითონ

სხვათა შორის, სუშირუმში აარა მხოლოდ სუშის, არამედ მის ინგრედიენტებსაც ჰყიდიან.

“თუ სუშის გაკეთება გეხერხება, ჩვენგან შეგიძლია ყველაფერი წაიღო და თვითონ გააკეთო. თან ასე სტუმრების გამასპინძლება გაცილებით იაფი დაგიჯდება, ვიდრე რესტორანში სტუმრობისას”.

img_6501თვითონ რესტორანში სუშის ძალიან დიდი არჩევანია.

“ჩვენ გვყავს ერთგული სტუმრები, რომლებიც წლებია ჩვენთან დადიან. არინ ისეთებიც, ვინც საშიმის გვიკვეთავს. ეს ჩვენს მიმართ გამოცხადებულ ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს”.

ალიასკური როლი
ალიასკური როლი
ჩუკა იკა სანსაის გუნკანი
ჩუკა იკა სანსაის გუნკანი
კალიფორნია როლი და როლი - სუში რუმი (შავი ხიზილალით)
კალიფორნია როლი და როლი – სუში რუმი (შავი ხიზილალით)
ალიასკა როლი
ალიასკა როლი

საკე და ღვინო

გიორგი საუბარს საკესა და ქლიავის ღვინის მწარმოებელ იაპონურ ბრენდებზე აგრძელებს, რაც ჩემთვის, როგორც იტყვიან, ჩინურია :D, მაგრამ მისი ტონით ვხვდები, როგორ ამაყობს, რომ სწორედ ამ ბრენდის სასმელები აქვს რესტორანში და არა სხვა.

სუში რუმი
საკეს ჩამოსხმა

საკე ჩემი ფავორიტი არასდროს ყოფილა, ვერც თბილი და ვერც ცივი სახით ვერ შევიყვარე, თუმცა ზამთრის ცივ დღეებში კი საოცრად თბილად ედება სხეულს. როცა ქლიავის ღვინის გასინჯვა შემომთავაზა, ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე, მაგრამ შევცდი. ბრინჯის არყის შემდეგ ეს უგემრიელესი, არომატიული, ტკბილ-მჟავე ღვინო სახელად “ჩოია” უყოყმანოდ გადაბარდა ჩემს ფავორიტებში.

საკე - სუში რუმი
საკე – ბრინჯის არაყი. ფონზე – ჩოია, ქლიავის ღვინო

დაგემოვნებული სუშებიდან ყველაზე არაორდინალური კიბორჩხალის როლი სუში იყო. ოდნავ მობრაწული კიბორჩხალა, ბრინჯის ქურქით და ტკბილ-მწარე – ჩილის სოუსით სულაც არ ჰგავს ტრადიციულ სუშის. მიუხედავად იმისა, რომ კიბორჩხალის დიდი ფანი მე არ ვარ, ძალიან მომეწონა.

img_6492
კიბორჩხალის როლი ჩილის სოუსით (წინა პლანზე)
img_6489
კიბორჩხალის როლი ჩილის სოუსით (წინა პლანზე)

და ბოლოს ჩემი ფავორიტი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ, როცა სუში რუმს ესტუმრებით – მწვანე დრაკონი უნაგი <3 (ფოტოებზე ავოკადოს მწვანე გარსით):

მწვანე დრაკონი უნაგი და ტობიკო ფუტო
მწვანე დრაკონი უნაგი და ტობიკო ფუტო
მწვანე დრაკონი უნაგი და ტობიკო ფუტო
მწვანე დრაკონი უნაგი და ტობიკო ფუტო
მწვანე დრაკონი უნაგი და ტობიკო ფუტო
მწვანე დრაკონი უნაგი და ტობიკო ფუტო

შეჯამების სახით, სუში რუმის უპირატესობები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბო:

  • დიდი არჩევანი და ახალი პროდუქტები
  • შეგიძლია თითოეულ შეკვეთას ცალკეული ინგრედიენტები გემოვნებით დაუმატო
  • მთავარი აქცენტი გაკეთებულია სუშის ხარისხზე და არა მეორეხარისხოვან მარკეტინგულ ხრიკებზე (სუნი, განათება, მუსიკა და რიტუალური გარემო)
  • შეგიძლია პროდუქტები იყიდო, სახლში წაიღო და თავად გააკეთო
  • სუშირუმი სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილია თბილისის თითქმის ყველა უბანში, მათ შორის ზოგი take away პრინციპითაც მუშაობს

 

საერთო შეფასება:
ძალიან კარგი

ფასები:
საშუალო და საშუალოზე მაღალი

ადგილმდებარეობა:
მოსახერხებელი, 7 რესტორანი ქალაქის სხვადასხვა უბანში

გარემო:
კონკრეტული ფილიალის კონცეფციის ადექვატური

მომსახურება:
ძალიან კარგი

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top