თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > საშუალო სირთულის > სპაგეტი ქათმის გუფთებით პომიდვრის სოუსში

სპაგეტი ქათმის გუფთებით პომიდვრის სოუსში

ლალი ჯაბუას რეცეპტი

პასტის მომზადება

სპაგეტი მოხარშეთ წესის მიხედვით, ალ დენტე.

7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ

გუფთის სოუსი

ზეითუნის ზეთს დავუმატოთ კარაქი, ჩავშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პატარა დაფნის ფოთოლი, მწიკვი შაქარი და მარილი.

ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, დავამატოთ ცოტა თეთრი მშრალი ღვინო, ამოშრეს.

ჩავყაროთ როზმარინი, პაპრიკა, ორეგანო, ბაზილიკი, შავი პილპილი. მოვაყაროთ ცოტა პურის ფქვილი, მერე ტომატ-პასტა და კანგაცლილი წვრილად დაჭრილი პომიდორი.

სოუსის სისქე დავარეგულიროთ წყლით, რომელშიც პასტა იხარშება და ჩავყაროთ პატარა გუფთები.

გუფთის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ქათმის ფილე, ხახვი, ორეგანო, ნიორი, პაპრიკა, შავი პილპილი, ოხრახუში, ცოტა საფანელი და კარაქი(ან ნარები). ცოტა საფანელი ფარშიც გაურიეთ, ოღონდ ბევრი არა და გამოაცხვეთ ღუმელში.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top