სპაგეტი ბადრიჯნის სოუსით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > სპაგეტი ბადრიჯნის სოუსით

სპაგეტი ბადრიჯნის სოუსით


კიდევ ერთი გემრიელი ვარიაცია სპაგეტის თემაზე :)

  • 2 ულუფა სპაგეტი
  • 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 1-2 მწიფე პამიდორი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • ბაზილიკი (შაშკვლავი) სასურველია ნედლი, ზაფხულში მაინც :)

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში.
პარალელურად, გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით ბადრიჯანი. შეწვით საშუალო ცეცხლზე . გარედან რომ დაიბრაწება, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, დაახურეთ თავზე ტაფას და რამდენიმე წუთით შუშეთ ასე.

პამიდორს გააცალეთ კანი და თესლი, რბილობი წვრილად დაჭერით და ბადრიჯანს დაამატეთ.

რამდენიმე წუთში სოუსი მზადაა. შეაზავეთ ახალდაფქული პილპილით, ნივრით და მარილით, დაამატეთ დაჭრილი ბაზილიკი, მოასხით მოხარშულ სპაგეტის და გემრიელად მიირთვით. ბაზილიკი კერძს საოცარ არომატს აძლევს :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top