თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > #CokeandMeal > შემწვარი სოსისი კარამელიზებული ხახვით და პიურეთი

შემწვარი სოსისი კარამელიზებული ხახვით და პიურეთი

ხანდახან ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან არაჩვეულებრივი გემოს მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი გაფიქრებით წარმოგიდგენია.

თუ გაქვს სოსისი, უბრალოდ მოხარშვის ნაცვლად, შეგიძლია აი ასე მოხერხებულად აქციო გემრიელ და ორიგინალურ კერძად, ჩვეულებრივი კოკა-კოლას დამატებით.

ახლავე გეტყვით როგორ.

(1) იღებთ რამდენიმე კარტოფილს, ხარშავთ და აკეთებთ პიურეს. აბსოლუტურად ჩვეულებრივ პიურეს. გნებავთ ცოტა კარაქი დაუმატეთ. მარილი და შავი პილპილი – თავისთავად.

(2) ტაფაზე შეწვით სოსისი. უმჯობესია ბავარიული.

(3) იმავე ტაფაზე რამდენიმე წუთით მობრაწეთ თქვენი საყვარელი ბოსტნეული. ამ შემთხვევაში ვიღებთ წითელ პაპრიკას.

(4) 1 ცალი საშუალო ზომის თეთრი ხახვი დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, ცოტა ხანს მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, კარაქში და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა კოკა-კოლა. არა, არ მოგეჩვენათ. ცნობილია, რომ კარამელიზებული ხახვი ძალიან გემრიელია. კოკა-კოლაში კარამელიზებული ხახვი კი განსაკუთრებულად გემრიელია. დაგვიჯერეთ, სცადეთ! ;)

(5) ყველაფერი ცხლადვე გადაიტანეთ დიდ თეფშზე, ლამაზად და გემრიელად მიირთვით.

სულ ეს არის. ასე მიიღება 15 წუთში გემრიელი კერძი ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან <3

[inline_related_posts]

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top