თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > სოკოს სუპი

სოკოს სუპი

ეს არის სოკოს სუპი ირმა იანტბელიძის რეცეპტით.

პირველ რიგში, ვშუშავ სოკოს (ამ შემთხვევაში ეს იყო ქამა) და ხახვს.

ვასხამ მდუღარეს, ვუმატებ დაჭრილ 1-2 კარტოფილს, დაფნას. შეგიძლიათ ბულიონის კუბიკიც დაუმატოთ, თუ მოგწონთ.

მერე დაფნას ვიღებ, 1-2 კოვზ სიმინდის ფქვილს ვაყრი და ვაბლენდერებ მასას.

ბოლოს ვუმატებ დაახლოებით 100 მლ დაბალპროცენტიან (10-20%) ნაღებს, მარილს, ხმელ პიტნას და პილპილს .

თეფშზე გადმოღებისას ვაყრი დაღერღილ წიწაკას, ნივრიან კრუტონებს და ცოტაოდენ მოშუშულ სოკოს (მოშუშვისას ვიღებ ცალკე, სანამ წყალს დავასხამ). სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მოახეხოთ ყველიც (ევროპული).

ნივრიან კრუტონებს ვაკეთებ ასე: 2-3 კბილ ნიორს დავჩეჩქვავ და მოვშუშავ ზეში, ტაფაზე. მერე ნიორს ვიღებ (შეგიძლიათ სუპს დაუმატოთ) და ზეთში ვყრი პურის კუბიკებს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top