სოკოს კრემ-სუპი მდნარი ყველით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სუპები/წვნიანები > სოკოს კრემ-სუპი მდნარი ყველით

სოკოს კრემ-სუპი მდნარი ყველით


250-300 გრ სოკო
100-150 გრ მდნარი ყველი
2 დიდი კარტოფილი
1 კონა კამა
100 გრ არაჟანი ან ნაღები
600 მლ ბულიონი ან წყალი
1 ხახვი
1 ს.კ ფქვილი
1ჩ.კ ხმელი ბაზილიკი
დაფნის ფოთოლი
მარილი, პილპილი
სოკო მოშუშეთ ხახვთან ერთად

დაასხით ბულიონი, დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ. ხარშვის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაამატეთ ბაზილიკი და დაფნა

რომ მომზადდება, დააბლენდერეთ კამასთან ერთად.
ქვაბში სულ ცოტა წყალში გახსენით ფქვილი, დაასხით კრემ-სუპი, ჩაამატეთ მდნარი ყველი და არაჟანი, წამოადუღეთ რამდენიმე წუთით ნელ ცეცხლზე, თან პერიოდულად ურიეთ.

შეაზავეთ მარილით და პილპილით

ამ სუპის მომზადება შესაძლებელია ქათმის ხორცთან ერთად, მოშუშეთ ხორცი სოკოსთან ერთად, დანარჩენი როგორც რეცეპტშია

კომენტარები

კომენტარი

8 thoughts on “სოკოს კრემ-სუპი მდნარი ყველით

  1. მდააეკა, ეხლა მითხარი საიდან მიხვდი, რომ ამ კერძის შესახებ დღეს დიდი დებატები იყო სამსახურში? :)და სურათები რომ დევს, აგი შენი გადაღებულია? მართლაც რომ მნიამ

  2. გავაკეთეეე!ძაან მაგარი გამოვიდა! :))ჩემი ძმის ძმაკაცები იყვნენ და ეჭვით უყურეს, რას გავსო და მერე ისე მოეწონათ, დამამატებინეს კიდეც :D:D:D

  3. ეკა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა, ფერი კი აქვს მართლაც "საეჭვო" :) მაგრამ გემო ხომ ვარგა, არა? პ.ს. რატომ გაქრი ვებ-სივრციდან? ძალიამ მომაკლდა შენი აქტივობები

  4. ხო ნინო, ფერი ალბათ ცოტა მეტი მომივიდა ჩაშუშვა და იმიტომ გამუქდა, შემდეგზე უფრო ცოტას ვშუშავ.გავქრი ჯერჯერობით, დავბრუნდები აუცილებლად :))

  5. ჩაშუშვა არა, სოკოა საერთოდ ასეთი ფერის, არა მადისაღმძვრელი :) და სუპიც თავის ფერზე მიჰყავს. დაბრუნებას რაც შეეხება, კარგი იქნებოდა:)

  6. მდნარ ყველში რა იგულისხმება, ოთხკუთხედი ყველის ფურცლები რომ იყიდება?

  7. ეგეც გამოდგება და კოლოფებში რომაა ვიოლა ან ნებისმიერი მაგ ტიპის, ისიც.

Leave a Reply

Top