თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სინორი ახლებური ინტერპრეტაციით

სინორი ახლებური ინტერპრეტაციით

დღევანდელ რეცეპტს, ტრადიციული აჭარული კერძის – სინორის ინსპირაციით, წარმოგვიდგენს ახალგაზრდა შეფ-მზარეული, საბა იჩქიტიძე.

რა დაგჭირდებათ:

სინორის ფირფიტები – 200 გრ

ნადუღი – 80 გრ

წყალი – 20 გრ

ტარხუნა – 35 გრ

ნიორი – 10 გრ

მარილი – 5 გრ

ფორთოხალი – 80 გრ

სასალათე კრევეტები – 40 გრ

კარაქი 82% იანი – 60 გრ.

რძე 3,5% იანი – 20 მლ.

ზეითუნის ზეთი – 30 მლ.

 

მომზადება:

სინორის ფირფიტებს მოვათავსებთ ტაფის ზედაპირზე, მოვაპკურებთ წყალს, რომ დარბილდეს და 2-3 წუთის განმავლობაში თავდახურულ მდგომარეობაში ვაჩერებთ დაბალ ცეცხლზე.

კარაქს ვადნობთ სინორის ფირფიტებზე მოსასხმელად.

პარალელურად ნიორს ვშუშავთ საშუალო ცეცხლზე და ვამატებთ ოდნავ რძით გათხელებულ ნადუღს.

კრევეტებს ვამზადებთ 1 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე (კარგად გახურებულ ტაფაზე) ზეითუნის ზეთში. (შესაძლებელია მზესუმზირის ზეთის გამოყენებაც).

ფორთოხალს ვაცლით კანს და ვჭრით კუბებად მომზადებული კერძის გასაფორმებლად.

სერვირება

სინორის დარბილებული ფირფიტები ფრთხილად გადაგვაქვს თეფშზე, ზემოდან ვასხამთ გამდნარ კარაქს. შემდგომში გადაგვაქვს ნადუღი, ზემოდან ვაყრით ასიმეტრიულად ფორთოხალს და კრევეტებს.

კერძი მზადაა !

გემრიელად მიირთვით.

 

————-

პ.ს. აჭარული სინორის ტრადიციული რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top