თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სინორი – აჭარული ლაზანია

სინორი – აჭარული ლაზანია

სინორი აჭარული კერძია, რომელიც უსაფუარო, გამხმარი ცომის ხვეულებისგან მზადდება. ზუსტად ამიტომ ვახსენე სათაურში ლაზანია. თუმცა გემოთი ეს ორი კერძი სრულიად სხვადასხვაა, ცომის სტრუქტურაც ლაზანიას პასტის (მაკარონის) აქვს, ხოლო სინორში ლავაშის სიფრიფანამ ცომი გამოიყენება.

სპეციალური ცომი ან თავად უნდა დაამზადოთ, ან ბათუმის მაღაზიებში შეიძინოთ.

უსაფუარო ცომს ძალიან თხლად აბრტყელებენ, წვრილად ჭრიან, შემდეგ ახვევენ, აშრობენ და ღუმელში ოდნავ ბრაწავენ. შედეგად ლავაშის ცომის ხვეულები გამოდის.

სწორედ ეს ხვეულები იწყობა თუჯის ტაფაში ან კეცზე, ზემოდან კი მოდუღებული კარაქითა და ნადუღით იფარება. ნადუღს ცოტა წყალსაც ურევენ, რომ გათხელდეს და მარილით აზავებენ. საკმაოდ ნოყიერი და კალორიულია.

მე შავ პილპილსაც ვუმატებ, ზოგადად ნადუღს უხდება. შეგიძლიათ პიტნა დაუმატოთ, ალბათ აჭარლებს ძალიან არ ეწყინებათ.

მთავარია დაიმახსოვროთ ეს კერძი და აჭარაში აჭარულ ხაჭაპურსა და თევზის ბაზარს შორის აუცილებლად გასინჯოთ, თუ არ გაგისინჯავთ. შეიძლება ჩემსავით შეგიყვარდეთ :)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top