თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სახლში გაკეთებული კრემ-ყველი (Cream-Cheese)

სახლში გაკეთებული კრემ-ყველი (Cream-Cheese)

მდნარი ყველი, იგივე ქრიმჩიზი სახლშიც შეიძლება მოამზადოთ, ამისთვის სულ ცოტა მონდომება და კარგი ბლენდერი გინდათ.

რეცეპტს ბლოგის მკითხველი და ჩვენი ჯგუფის – “დღეს რა ვჭამოთ” წევრი, თაკო ქუთელია გვიზიარებს

 

ინგრედიენტები

500 გრ ხაჭო
1 კვერცხი
1ჩ/კ მარილი
1/3 ჩ.კ სოდა
200 გრ კარაქი
ცეცხლი და ბლენდერი

 

მომზადება

კვერცხს, ხაჭოს, მარილს და სოდას დაბალ ცეცხლზე ვურევთ, სანამ ადუღებამდე არ მივა. მერე ბლენდერში გადაგვაქვს, ვამატებთ დარბილებულ კარაქს და ვაბზრიალებთ ერგვაროვანი, კრემოვანი მასის მიღებამდე.

მზა მასა გადაგვაქვს ფორმაში (თასი, კონტეინერი) და ვინახავთ მაცივარში მანამ, სანამ არ შემოგვეჭმება.

პ.ს. მე სულ ცოტა პარმეზანი ჩავამატე ამჯერად, თავის გემოზე წაიყვანა. შეგიძლიათ თქვენებურად შეკმაზოთ პიტნით, წიწაკით, სუნელებით, მწვანილებით.

ასევე იხილეთ ჩვენი ბლოგის მსგავსი რეცეპტები:

 

სახლში მომზადებული მაიონეზი

სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

სახლში მომზადებული პელმენები

 

 

კომენტარები

კომენტარი

One thought on “სახლში გაკეთებული კრემ-ყველი (Cream-Cheese)

Leave a Reply

Top