საზამთროს და ნესვის სალათი მარილით და ბაზილიკით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > საზამთროს და ნესვის სალათი მარილით და ბაზილიკით

საზამთროს და ნესვის სალათი მარილით და ბაზილიკით

სათაურში ყველაფერი წერია და მეტი როგორღა აღვწერო რეცეპტი, ვფიქრობ. ალბათ უბრალოდ უნდა დაგარწმუნოთ, რომ გასინჯოთ.

თუ ნესვი მარილით გიყვართ, ეს სალათიც აუცილებლად მოგეწონებათ.

ჭრი ნესვს და საზამთროს პატარა კუბიკებად, აყრი მარილს და აფრქვევ გამხმარ ბაზილიკს. სულ ესაა.


ვინც სკეპტიკურად უყურებთ, გაგახსენებთ, რომ პომიდორიც ბოსტანში იზრდება, იქვე საზამთროსა და ნესვის გვერდით და აუცილებლად ხილი იქნებოდა, მარილი რომ არ მოგვეყარა 😄

ტყემალი კი ახლაც ხილია, მაგრამ საწებლად რომ აქცევ, ისეთია, მთელ გოჭს შეგაჭმევს 😄

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top