თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასარგებლო რჩევები > როგორ შევწვათ ყველაზე რბილი და წვნიანი ქათამი

როგორ შევწვათ ყველაზე რბილი და წვნიანი ქათამი

თუ თქვენ ამ მეთოდით ქათამი არასდროს შეგიწვიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! დამიჯერეთ, განსხვავება ნამდვილად არის :)  ხორცი ძალიან რბილი, ნაზი და წვნიანი გამოდის, პირში დნება, ძვლები  კი თავისით სძვრება :)  ამ ბოლო დროს ქათამს სულ ასე ვწვავ.

 

შესავალი სარეკლამო ტექსტს დაემსგავსა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ :D

მთავარი საიდუმლო მარილია, უფრო სწორად ბევრი მარილი :)  და რაიმე გემრიელი მარინადი ქათამზე წასასმელად.

მაშ ასე:

  • 1 საშუალო ან მოზრდილი  ქათამი (1.5-2 კგ)
  • 0.5 ჭიქა მარილი (არ შეგეშინდეთ :) არ დამლაშდება)

ცალკე მარინადისთვის:

  • 3-4 სკ ზეითუნის ზეთი
  • 2-4 კბილი ნიორი (გემოვნების და ნივრის სიდიდის მიხედვით)
  • წითელი წიწაკა დაფქული ან დანაყილი
  • ხმელი ქონდარი, ან როზმარინი, ან ორეგანო

გარეცხილ ქათამი მოათავსეთ მინის ან ემალის ღრმა თასში, ქვაბში ან რაიმე ჭურჭელში, შიგნითაც და გარედანაც კარგად შეაზილეთ ნახევარი ჭიქა მარილი, დაასხით ძალიან ცივი წყალი ისე რომ ქათამი დაიფაროს, თავზე ცელოფანი გადააკარით და 1 ღამით მაცივარში დატოვეთ. თუ ჩქარობთ,დრო შეამცირეთ, თუმცა მინიმუმ 4 საათი მაინც უნდა იდოს ქათამი მარილიან წყალში.

შემდეგ ამოიღეთ წყლიდან, კარგად გარეცხეთ და შეაშრეთ.

ზეთში აურიეთ ნიორი, წიწაკა, სუნელები და ქათამს ყველა მხრიდან, მათ შორის შიგნიდანაც წაუსვით.

შემდეგ ჩვეულებრივად შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე. მე ქათმის და თევზის შესაწვავად სპეციალურ შესაწვავ პაკეტებს ვიყენებ, რაც ღუმელს ცხიმის შხეფებისგან იცავს.

პაკეტში შემწვარი ქათამი ასე გამოიყურება

შესანიშნავად იბრაწება და ღუმელიც სუფთად რჩება.

 

რა თქმა უნდა, პაკეტის გარეშეც შეიძლება შეწვათ, დაამატოთ ბოსტნეულიც

კომენტარები

კომენტარი

21 thoughts on “როგორ შევწვათ ყველაზე რბილი და წვნიანი ქათამი

  1. ეს პაკეტები მე თურქულ მარკეტში ვიყიდე, თუმცა გუდვილშიც მინახავს, 1.50 მივეცი 8 ცალში

    1. ნინო ეს პაკეტი არ იწვება გავიგე მაგრამ ქათამი ესე როგორ იბრაწება? თუ მერე პარკის გარეშე ბრაწავთ ცოტა ხანი??:)

  2. didi madloba receptisatvis da sasargeblo rchevebisatvis, yoveltvis tvals vadevneb tqvens receptebs, moxibluli var..

  3. ასე შევწვი თევზიც, სანელბლებში თავისთავად და ჩემი აზრით ყველაზე დიდი როლი პაკეტმა შეასრულა, საკუთარ წვენში “გამოცხვა” ფაქტობრივად.
    თუმცა გაჩერებაც კარგია, უფრო გაუჯდება არომატები როგორც ბასტურმას :)

  4. პაკეტებს რაც შეეხება გუდვილშიც იყიდება, სხვადასხვა ფასიანი, იაფიც და ძვირიც :)

  5. tqven gaixaret, dzalian didi madloba rasac aketebt yvelafristvis, me damwyebi kulinari var, titqmis araferi vici da ver warmoidgent ratatui ramdenjer damexmara, didi madloba yvelas ……

  6. nino, shevcvi paketshi qatami da dsalian gemrieli gamovida. ertaderti, rac naklebad momecona, is aris, rom qatmis cveni paketshi chagubda (ar aortqlda, ra tqma unda) da amis gamo qatams zurgi moexarsha da ara sheecva, magram mainc dsalian gemrieli iko. sheidsleba momzadebis damtavrebamde paketi unda gaicras zedapirze, rom sitxe amoshres da zurgic sheibracos.
    marinadi momecona dsalian-mas shemdeg am marinads xshirad vikeneb-tafaze shecvisasac, grilis xorcisatvis, mokled, kvelapers uxdeba.
    madlobt shesanishnavi receptisatvis :)

    1. ქალბატონო თამარ, გეთანხმებით , წვენი შიგ გროვდება, მაგრამ არც იმდენი რომ მოიხარშოს, ზურგიც იწვება ხოლმე.მე ქათამს ზედმეტ ცხიმს ვაცლი და მაღალ ტემპერატურაზე ვწვავ , შეიძლება ამიტომ, ვერ გეტყვით… პარკს ზემოდან ნახვრეტი ხომ გაუკეთეთ? სცადეთ და ბოლოს გახიეთ პარკი ზემოდან, შესაძლოა უფრო მოგეწონოთ შედეგი :)

      და დიდი მადლობა რომ მოგეწონათ რეცეპტი :) ძალიან მიხარია :)

      1. temperaturis momatebas shevecdebi da naxvretsac ufro gavapartoveb, cxims mec vacli xolme.

        didi madloba rchevebisatvis :)

        1. არაფრის :) პირიქით, გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი ბლოგით :)

    1. ეს სპეციალური პარკებია, შესაწვავად განკუთვნილი

  7. დღეს ვცადე და ასე შევწვი ქათამი,ოღონდ მეჩქარებოდა და მხოლოდ 4-5 საათით გავაჩერე მაცივარში. პარკში მშვენივრად შეიბრაწა, უბრალოდ მომეჩვენა რომ ზედმეტად მარილიანი გამოვიდა . სუნელებში ცოტა აჯიკაც შევურიე და შესაძლებელია ამის ბრალიც იყო. საერთო ჯამში ეს მეთოდი ძალიან მომეწონა .

    1. ნინო, შეიძლება მართლაც აჯიკის გამო, რადგან როცა ვაკეთებ, არასდროს გამოსულა მარილიანი. შეწვამდე ვრეცხავ კარგად, მერე ვამშრალებ და სუნელებს ვაზელ კარგად. სხვა დროს აჯიკის გარეშე სცადეთ :) მიხარია რომ მოგეწონათ :)

  8. warmatebebs gisurvebt da kidev bevr gamocdilebas rom mere chvens gagviziarot damwyebebs..erti ram mainteresebs mxolod, tu shegidzliat momawodot iseti namcxvris an ,,perogis,, gamocxobis idea romelic sheidzleba sacxobis gareshe, ushualod gazquraze gamocxves..amjerad gamifuchda gumeli da dzlaian midna rame gemrieli gavaketo, iqneb mirchiot rame…

Leave a Reply

Top