თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > როგორ ავარჩიოთ საზამთრო?

როგორ ავარჩიოთ საზამთრო?

რჩევების ავტორი: მიხეილ ჩაფურიშვილი

საზამთროს არჩევის უნივერსალური და უღალატო, 100% იანი მეთოდი არ არსებობს.

არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლის გათვალისწინება უკეთესია, ვიდრე უბრალოდ სადმე მისვლა და ყიდვა. რომც ამოგიჭრან, გულს აჭრიან და გვერდები მაინც არაა ისეთი კარგი.

1) დედალი საზამთრო, როგორც წესი, უკეთესია მამალზე, ამიტომ ეცადეთ დედალი იპოვოთ. როგორც კახელები იტყვიან, დედალი საზამთრო უფრო ტკბილია, უფრო დიდი გული და ნაკლები კურკა აქვს. დედალ-მამალი საზამთრო ერთმანეთისგან ე.წ. ჭიპის ზომებით განსხვავდება. დედალს უფრო ფართო ჭიპი აქვს, მამალს კი უფრო ვიწრო.

2) ყუნწს დააკვირდდით: მწვანე ახალ დაკრეფილია, სიყვითლე შეპარული – შედარებით ძველი, ხოლო გამხმარი – ძველი

3) ხელს რომ დაარტყამთ, ხმა უნდა ჰქონდეს სასიამოვნო, აი ექოსავით რომ იძლეოდეს და არა მოგუდული და ჩარბილებული

4) ზომა. ჩვენ დროში უკვე როგორც წესი დიდი საზამთროები უფრო ტკბილები და კარგებია, ვიდრე პატარა. მესმის, რომ შეიძლება 6 კილოიანი გვინდა, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ 12 კილოანი იყოს კარგი, ვიდრე 6 იანი. ჯობია იყიდოთ დიდი, გაჭრათ შუაზე, გადააკრათ სამზარეულოს პარკი და ნახევარი შეინახოთ მაცივარში.

5) ფორმა. აუცილებელი არაა საზამთრო იდეალურად სიმეტრიული იყოს, თითქოს თვითონ დაგიძახებთ სასიამოვნო ფორმიანი, აი ხელში რომ კარგად მოგხვდეთ ეგეთი, არც ყველაზე დიდი, არც ყველაზე პატარა და არც ყველაზე უშნო და არც ყველაზე ლამაზი :D

აქვე, იხილეთ რუმინელი ბიძების რჩევები:

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top