რესტორნების კრიტიკა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სტუმრის ბლოკი > ინტერვიუ > რესტორნების კრიტიკა

რესტორნების კრიტიკა

დალი ცატავა, გასტრონომიული კულტურისა და კულინარიის მკვლევარი

რატომ უნდა ვაკრიტიკოთ კარგი რესტორანი?

სარეტორნო ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება, მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმის და გასტრონომიული კულტურის თემების ბუმია. რასაკვირველია ქართული გასტრონომიული კულტურა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ბუმს არ ჩამორჩება, თუმცა პრობლემებითა და სტაგნირებული მენიუებით. აქა იქ ქართულ რესტორნებში არის ახალი ტიპის მენიუების მცდელობა, თუმცა ზოგჯერ ქართული სიტყვათწყობის სრული დარღვევით.

ჟურნალ-გაზეთებში, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ გამოხმაურებებს ამა თუ იმ რესტორანში სიტუაციის, კერძების, ინოვაციების (რაც იშვიათია) შესახებ, მაგრამ იშვიათად პროფესიონალურს, ეს უფრო ინდნვიდუალური შეგრძნებები, ემოციები და დამოკიდებულებებია, დამოკიდებულება კი განსაზღვრავს ფორმასაც და შინაარსსაც.

ვინ არის რესტორნის პროფესიონალი კრიტიკოსი?

ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს სარეტორნო ბიზნესს, კულინარიის სფეროს და იცის გასტრონომიული კულტურის იტორია. ასეთი ადამიანი სამზარეულოს კი არ აკრიტიკებს, არამედ წერს რეცენზიას, ეს არის შეფასების უნარი, რომელიც აზროვნების ყველაზე მაღალი საფეხურია, ობიექტური მსჯელობის საფუძველზე არსებული ინფორმაციის შეჯერება და დასკვნის გამოტანა, ასე, რომ რესტორნის კრიტიკოსს უნდა ქონდეს ჯერ კარგი ცოდნა საკვები ობიექტის და მასში შემავალი ყველა კომპონენტის შესახებ, მისი კონცეფციის, ზოგადად სარესტორნო ბიზნესის, მის წინაშე მდგარი მოთხოვნების და მასთან დაკავშირებული გლობალური პროცესების შესახებ.

პირველ რიგში რასაკვირველია მას სამზარეულო აინტერესებს, ღვინის მენიუ, ატმოსფერო, მომსახურების დონე, კრეატიულობა, სერვირების კულტურა.

ასეთი რეცენზიები მკაფიოდ უნდა შუქდებოდეს, რადიო ტელევიზიაში, ჟურნალ გაზეთებში, და რასაკვირველია ტურისტულ თუ გურმანებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ცნობარებში.

რესტორნის კრიტიკოსი სინამდვილეში არის დეგუსტატორი, კულინარი, გურმანი, გურმე და ჟურნალისტი. ასეთი ადამიანი კარგ რესტორანს და კარგ სამზარეულოს ყოველთვის პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობა. მან ძალიან კარგად იცის და ნიუანსებში ხვდება ამ ტიპის დაწესებულების სიფაქიზეებს და დახვეწილობის დეტლებს.

რატომ გვჭირდება საერთოდ სარეტორნო კრიტიკა?

რასაკვირველია, ყველა, ვინც კი შედის რესტორანში თავისებურად აფასებს მას და ეს ძალიან ინდივიდუალური, სუბიექტური შეფასებაა. რესტორნის კარგი კრიტიკოსი კი პირველ რიგში პატიოსანი და ობიექტური უნდა იყოს, კარგად უნდა იცოდეს შეფასების ზოგადი თუ სპეციფიური კრიტერიუმები. მაშინაც კი, როცა ესა თუ ის დაწესებულება მის გემოვნებაში არ ჯდება, ის არის სრულიად ობიექტური.

რესტრონის კრიტიკოსი ძალიან ფაქიზი გემოვნების, კარგი პირის გემოს და მძაფრი ცხვირის ადამიანი უნდა იყოს, მან არა მარტო კერძის გემო, არამედ დაწესებულების ატმოფერო, შინაგანი სამყარო უნდა დააგემოვნოს და შეიგრძნოს. ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგად გრძნობს, თუ როგორ არის დარღვეული ამა თუ იმ კერძის რეცეპტურა.

რესტორნის კრიტიკოსს არა მარტო საგემოვნო თვისებები უნდა ქონდეს განვითარებული, არამედ ესთეტიკური, რადგან ის კვების დაწესებულებაში ინტერიერს, ატმოსფეროს, დამოკიდებულებებს, მომსახურებას, კრეატიულობას, ჰიგიენას, კერძის დეკორაციას, ფერთა გამას და ბევრ სხვა ნიუანსს აკვირდება და აფასებს.

რესტრონის კრიტიკოსი სხვადასხვა რესტორნებს და იქაურ სიტუაციებს ერთმანეთთან აჯერებს, უკეთებს შედარებით ანალიზს, რასაკვირველია ობიექტურად და მხოლოდ ამის შემდგომ აფასებს.

გამოჩენილი ბრიტანელი რესტორნის კრიტიკოსი ეგონ რონი წერდა, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, ყველა ადამიანს და არა მხოლოდ ელიტას, ყველანაირ რესტორანში, კარგი და ხარისხიანი საჭმელი ეჭამა.

ასე, რომ რესტორნის კრიტიკოსობა არ არის მხოლოდ “კარგად ვჭამე”, “მომეწონა-არ მომეწონა”, “გემრიელი იყო” და “არ იყო გემრიელი”.

ეს ხელოვნებაა, შეგრძნებაა, ეს მახვილი თვალი, კარგი ყნოსვა, კარგი პირის გემო და პატიოსანი ადამიანის პატიოსანი დამოკიდებულებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top