სახელდახელო პენე სტაფილოთი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Budget > სახელდახელო პენე სტაფილოთი

სახელდახელო პენე სტაფილოთი

როცა სახლში იშვიათად ჭამ, სრულიად შესაძლებელია მოხვიდე და აღმოაჩინო, რომ მაცივარი ცარიელი გაქვს. რაც დარჩენილია იქიდან კი ერთმანეთს თითქმის არაფერი ეწყობა.

რამეს თუ გამოიძახებ, 1 საათია ლოდინი მაინც მოგიწევს. ისევ ჯობია რაიმე სახელდახელო მოიფიქრო.

ზუსტად ასეთი სახელდახელოა ეს კერძიც.

ცარიელ მაცივარში აღმოჩენილი ორიოდე სტაფილო წვრილად დავჭერი და ცოტა კარაქში შევბრაწე.

პენე იქვე მოვხარშე (ალ დენტე, ანუ ბოლომდე არა) და გადავწურე.

მოშუშულ სტაფილოს დავუმატე ტარხუნა (სტაფილოს უხდება სასწაულად), მარილი და წიწაკა/პილპილი. შევურიე ერთმანეთს და ვუალა!

სულ ეს იყო :))

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top