პაშტეტი მთლიანი ღვიძლით და ბეკონით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > პაშტეტი მთლიანი ღვიძლით და ბეკონით

პაშტეტი მთლიანი ღვიძლით და ბეკონით



1 კგ ქათმის ღვიძლი
1-2 თავი ხახვი
1 მოზრდილი სტაფილო
1 შეკვრა (150 გრ) ბეკონი
შავი პილპილი, მარილი
50 გრ კარაქი (შეგიძლიათ, რაოდენობა თქვენი სურვილით გაზარდოთ)ღვიძლი კარგად გარეცხეთ და ზედმეტი სითხისგან დაწურვა აცალეთ.
ნახევარი რაოდენობა დააბლენდერეთ კარაქთან, ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. დაამატეთ მარილი და პილპილი.
ფორმაში ჩააფინეთ ბეკონის ნაჭრები ისე რომ მთლიანად ფარავდეს ძირს და გვერდებს.
ჩაასხით ცოტა ღვიძლის მუსი, შემდეგ დაალაგეთ მთლიანი ღვიძლები, ისევ მუსი, შემდეგ ღვიძლი. თავზეც მოასხით მუსი და დააფინეთ ისევ ბეკონის ნაჭრები
მოამზადეთ ღუმელში 200 გრადუსზე.
მზა პაშტეტს აცადეთ გაცივება, გადმოიღეთ დიდ თეფშზე ან დაფაზე და შედგით მაცივარში 12 საათით.
მიირთვით გახუხულ ტოსტებთან ერთად

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top