ომლეტი ზღვის კოქტეილით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ზღვის პროდუქტები > ომლეტი ზღვის კოქტეილით

ომლეტი ზღვის კოქტეილით

ამ ომლეტის მომზადება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა სახის ზღვის პროდუქტით, ისე ერთი სახეობით. ერთი პორციისთვის დაგჭირდებათ:

  • 2-3 კვერცხი
  • 2-3 ს.კ მზა ზღვის პროდუქტი
  • 2 ღერი მწვანე ხახვი და კამა
  • მარილი, პილპილი

მომზადება:
კარგად ათქვეფილი მარილიანი კვერცხი დაასხით ცხელ, სქელძირიან ცხიმიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე და როგორც კი ქვედა მხარე შეიკვრება, რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღიეთ წინ და უკან მოძრაობით.
ზემოდან მოალაგეთ ზღვის პროდუქტი, მოაყარეთ მწვანილი,

კიდევ შეანჯღრიეთ ტაფა და ომლეტი გადააბრუნეთ სანახევროდ: ფართო პირიანი ’’ნიჩბის’’ დახმარებით ერთი მხარე ასწიეთ ისე, რომ შეუწვავი ნაწილი ტაფის გამოთავისუფლებულ ნაწილზე გადმოიღვაროს, აწეული ნაწილი კი გადმოკეცეთ ზემოდან.
დაახურეთ ტაფას თავსახური და დაბალ ცეცხლზე დაასრულეთ მომზადება. მოაყარეთ ახალდაფქული პილპილი.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top