თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > ნუშის ნამცხვარი ლიმონის რგოლებით

ნუშის ნამცხვარი ლიმონის რგოლებით


ამ ნამცხვრის ფოტო (რეცეპტითურთ) ერთ კულინარიულ ბლოგზე ვნახე და მაშინვე დამაინტერესა. ძალიან ლამაზი და ამასთანავე გემრიელია. ციტრუსის მომჟავო არომატი ტკბილ ცომს საოცრად უხდება. გთავაზობთ რეცეპტს

✔ 150 გ დარბილებული კარაქი
✔ 1 კვერცხი + 1 კვ. გული
✔ 200 გ დაფქული ნუში
✔ 100 გ შაქრის პუდრა
✔ 200 გ ფქვილი
✔ 1 ს.კ ლიმონის ცედრა
✔ 1 ს.კ ლიმონის წვენი
✔ 2-3 საშუალო ზომის ლიმონი
✔ შაქარი მოსაყრელად

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და კვერცხი.
დაამატეთ დაფქული ნუში (კანგაცლილი), შაქრის პუდრა, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ კარგად. ბოლოს დაამატეთ გაცრილი ფქვილი.
მიღებულ ცომს მიეცით ძეხვის ფორმა. მისი დიამეტრი უნდა იყოს ლიმონის დიამეტრზე ცოტა მეტი. გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.
შემდეგ დაჭერით 4 მმ სისქის რგოლებად და დაალაგეთ საცხობ ტაფაზე, გადაუსვით თხლად კვერცხის გული და ზემოდან დაადეთ ლიმონის ძალიან თხელი, თითქმის გამჭვირვალე რგოლები. მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ბოლოს შეგიძლიათ ჩაურთოთ გრილი.

ალბათ თქმაც არ სჭირდება იმას, რომ ლიმონი უნდა იყოს კარგად გარეცხილი და გამშრალებული. ნამცხვარზე დასაფენად გამოიყენეთ შუა ნაწილიდან მოჭრილი რგოლები. თხელ რგოლებს ადვილად დაჭრით ბასრი დანით.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top