თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ნიოკი ანუ ზარმაცა

ნიოკი ანუ ზარმაცა

ნიოკი ცომის პატარა ბურთებია, რომელსაც პურის ფქვილით, ან კარტოფილის შერევით ზელენ კვერცხთან და სხვადასხვა მწვანილეულთან, ან მის გარეშე. ფაქტიურად იგივე პასტაა, მაკარონი.

ზარმაცა ჩვენებური ვარიანტი ყოფილა, საბჭოთა წარსულიდან, სადაც ცომში ხაჭოცაა შერეული.

რადგან პასტაზეც ვგიჟდები, ცომზეც და ხაჭოზეც, როგორც კი ფეისბუქზე ახსენეს, გადავწყვიტე გაკეთება მეცადა.

მომზადება:

ვიყიდე 1 შეკვრა ხაჭო (200 გრ)

დავუმატე კვერცხი 1 ცალი

50 გრამი გამდნარი კარაქი

მარილი

და ფქვილი, სანამ არ გამოვიდა მაგარი ცომი (ახლა მითხრეს, რბილი ცომით უკეთესიაო).

გავაბრტყელე ხელის გულებით

და ბოლოს ეს წვრილი და გრძელი ცომი დანით დავჭერი პატარა ნაჭრებად.

ფქვილმოყრილი შევინახე მაცივარში დილამდე (თუმცა ნაკლები დროც ეყოფოდა), და დილას მოვხარშე მარილიან წყალში, ხინკლის პრინციპით: ჩავყარე მდუღაღეში, როცა ატივტივდა – ამოვიღე.

მოვასხი არაჟანი, მოვაყარე შავი პილპილი და სულ ეგ იყო. ძალიანაც გემრიელი გამოვიდა :))

შეგიძლიათ იგივენაირად გააკეთოთ და თინუსის კონსერვიც (“ტუნა”) შეურიოთ. არაჟანი კი – ნაღებით ჩაანაცვლოთ.

ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი სოუსში, მწვანილი ცომში, მოხარშოთ რძეში ან საერთოდაც ტკბილი ვერსია გააკეთოთ. მოკლედ, პრინციპი ერთია და ფანტაზია – თქვენი.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top