თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ნაპოლეონი ლალი ჯაბუას რეცეპტით

ნაპოლეონი ლალი ჯაბუას რეცეპტით

ნაპოლეონის რეცეპტს დღეს წარმოგვიდგენს ლალი ჯაბუა, ახალი კულინარიული მიმდინარეობის #სახლშირაცგვაქვს-ების ფუძემდებელი :D

მასალა ფენებისთვის

ხორბლის ფქვილი – 400 გრ

კარაქი – 250 გრ (ცივიი)

კვერცხი – 1 ც

არაჟანი 20%-იანი – 200 გრ

მწიკვი მარილი

…………………………………………

მომზადება

400 გრ. ფქვილში ჩავხეხოთ 250 გრ. ძალიან ცივი კარაქი და ავზილოთ ფრთხილად, ფხვიერი მასის მიღებამდე, დავამატოთ მწიკვი მარილი. შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ და 200 გრ. 20% არაჟანში ათქვეფილი 1 კვერცხი ჩავასხათ.

ნაზად მოვზილოთ ცომი. ცოტა ფქვილს კიდევ დაიმატებს. ცომი ნაზი გამოდის და არ ეკრობა ხელებს.

ცომს მაცივარში ვაჩერებთ 30 წუთი. შემდეგ ვყოფთ თანაბარ ნაწილებად (მე 12 გამომივიდა). პერგამენტის ქაღალდზე ძალიან თხლად ვაბრტყელებთ და ჩანგლით ჩავჩხვლიტავთ რამდენიმე ადგილას. მრგვალი ფორმა მე ქვაბის თავსახურით მივეცი 😃

ვაცხობთ 190-200 გრადუსზე შეწითლებამდე, ალბათ სადღაც 7 წუთი თითო.

სულ ორი ქაღალდის ნაჭერი გამოვიყენე. ერთი რომ გამოცხვებოდა, იმავე ქაღალდზე მეორეს ვაბრტყელებდი. ნარჩენები და ერთი ფენა გამოვიყენე მოსაყრელად.

მასალა კრემისთვის

კარაქი – 270 გრ

შესქელებული რძე – 1.5 ქილა

ვანილი

კრემისთვის 270 გრ. კარაქი და ქილანახევარი შედედებული რძე, ვანილი. ორივე ოთახის, ერთნაირი ტემპერატურის.

კარგად გავთქვიფე კარაქი და ნელ ნელა ჩავამატე შედედებული რძე და ვანილი.

შემდეგ ჩვეულებრივად ავაწყობთ ფენებს, წავუსვამთ კრემს და ბოლოს დაფშვნილ ცომს ვაყრით.

დასკვნა: ძალიან გემრიელია, ხრაშუნა, კლასიკური ნაპოლეონისგან განსხვავდება. შემდეგში კრემს ერთ ქილა შედედებულ რძეს დავუმატებ, დანარჩენს ათქვეფილ ნაღებს, თორემ ზედმეტად ტკბილია.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top