თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > მოხარშული კრემი – პატისიერი

მოხარშული კრემი – პატისიერი

წავიდა ის დრო, მადლობა ღმერთს, როცა კრემს წყალნარევი რძით, 1 ცალი კვერცხით და ბევრი ფქვილით ვზელდით, ბოლოს კი მარგარინით “გავაკეთილშობილებდით” ხოლმე.

ნამდვილი და კარგი მოხარშული კრემი – French: crème pâtissière ცოტა უფრო ძვირი ჯდება (სწორედ ამიტომაც ვზოგავდით 90იანებში, როცა კვერცხი კი არა, კვერცხის ფხვნილი იყო უკვე ფუფუნება). სამაგიეროდ ისეთი გემრიელია, ისეთი <3

ასეთი კრემი მდგრადია და გაცივების შემდეგაც ინარჩუნებს სტრუქტურას, სიპრიალეს და სირბილეს.

ინგრედიენტები:

3 კვ. გული

300 მლ რძე

80 გ ყავისფერი  შაქარი (თეთრიც შეიძლება)

40 გ სიმინდის სახამებელი (პურის ფქვილითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ)

100 გ კარაქი

ვანილი

 

photo from https://www.theflavorbender.com/creme-patissiere-vanilla-pastry-cream/

ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან (უმჯობესია ყავისფერი) და ვანილთან ერთად.

დაასხით ცხელი რძე, გახსენით ერთმანეთში და შეურიეთ სიმინდის სახამებელი (თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი გაცრილი პურის ფქვილი)

დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ სანამ არ გასქელდება. ცხელსვე შეურიეთ კარაქის 1/3. დადგით გასაციებლად, თან ხშირად ამოურიეთ. ან გადააკარით ზედვე (კრემს რომ ეხებოდეს ისე) საკონდიტრო ცელოფანი, რომ თავი არ მოუხმეს და დაელოდეთ გაცივებას.

photo from www.academiedugout.fr
photo from www.academiedugout.fr

ცივს შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი თანდათანობით. მზა კრემი გააციეთ მაცივარში გამოყენებამდე. (იხ. უცხოური ბლოგიდან ფოტოაღწერა http://eugeniekitchen.com/mousseline-cream/)

თუ ეს ბოლო ეტაპი დაგეზარებათ, შეგიძლიათ კარაქი ერთიანად ცხელსაც ჩაურიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კრემი ისეთი პრიალა აღარ გამოვა და გემოც ოდნავ სხვანაირია.

კამოიყენეთ კრემი ნებისმიერ ნამცხვარში, რომელსაც მოხარშული კრემი უხდება.

photo from http://clemsansgluten.com/
photo from http://clemsansgluten.com/

 

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “მოხარშული კრემი – პატისიერი

  1. როგორ გამეხარა ამ რეცეპტის აღმოჩენა!! რამდენი ხანია, ვეძებ მოხარშული კრემის ნორმალურ რეცეპტს და აი, ვიპოვე :) მადლობა! ოღონდ გასაციებლად და გააციეთ არასწორია. გასაცივებლად და გააცივეთ :)

  2. Fantastic blog! Do you have any hints for aspiring writers? I’m hoping to start my own site soon but I’m a little lost on everything. Would you propose starting with a free platform like WordPress or go for a paid option? There are so many options out there that I’m totally overwhelmed .. Any susengtiogs? Kudos!

  3. I didn’t particularly enjoy this, although it was not particularly difficult. I don’t think some of the clues were very good, especially 28a. Easy to get the answer but does it really fit the defining word “growth”? I enjoyed 8d because I went to see Antony & Cleopatra there on Friday!

Comments are closed.

Top