თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მოხალული ნუში როზმარინით – ენერგიისთვის

მოხალული ნუში როზმარინით – ენერგიისთვის

ნუში ძალიან სასარგებლოა. როგორც თხილეულთა უმეტესობა, ენერგიის წყაროც არის.

შეგიძლია შენ თვითონ მოხალო სასურველ სურნელებსა  და არომატებში. ტკბილი და კარამელიზებული გადასარევია, მაგრამ სუოერკალორიული. ამიტომ მარილიანი ვერსია ვცადე. 


მინდა გითხრათ, რომ მარილსაც გვარიანად ისრუტავს, მაგრამ მშრალზე ჩამოიფერთხება.

2 ჭიქა ნუშზე 2 სუფრის კოვზი მარილი, ამდენივე ხმელი როზმარინი და ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილია საჭირო. 

რეცეპტის ევროპულ ვარიანტში ghee-ა გამოყენებული. წარმოდგენა არ მაქვს რა არის და სად ვიშოვო, ამიტომ კარაქს მივადექი (ქოქოსის ზეთითაც ნაცვლდება). 


რომ მოიხალება (ფრთხილად, ჩემსავით არ დაგეწვათ), გადაიტან გასანთლულ ქაღალდზე და აშრობ.


მიირთვით მაქსიმუმ 1 მუჭი დღეში.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top